loader

"უმძიმესი ფაქტი მოხდა... ნიკას ძალიან ახლოს ვიცნობდი" - კახა კალაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უმძიმესი ფაქტი მოხდა... ნიკას ძალიან ახლოს ვიცნობდი" - კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვერაზე მოკლული 20 წლის ახალგაზრდის ოჯახს მიუსამძიმრა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გარდაცვლილს პირადად იცნობდა. კახა კალაძის განცხადებით, შსს ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქმე დროულად გაიხსნას.

"მწუხარება მინდა გამოვთქვა, ნიკას ძალიან ახლოს ვიცნობდი, ძალიან მაგარი ახალგაზრდა იყო, წარმატებული, განათლებული. ნამდვილად გულდასაწყვეტია, უმძიმესი ფაქტი მოხდა, ვიზიარებ მწუხარებას და მინდა მივუსამძიმრო ახლობლებს, მეგობრებს, ნათესავებს. რაც შეეხება გამოძიებას, ძალიან მალე დააკავებენ კონკრეტულ პირს თუ პიროვნებებს, ამას გამოძიება გვეტყვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა და მაქსიმუმი გაკეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება დროულად გაიხსნას ეს საქმე",-განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, ვერაზე 20 წლის ნიკა კვარაცხელია დაჭრეს. ახალგაზრდა მიყენებული ჭრილობების შედეგად დღეს დილით გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.