loader

"დღეს რაც მყარად ვიცით ისაა, რომ..." - ბიძინა კულუმბეგოვი ლევან რატიანის განცხადებას გამოეხმაურა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღეს რაც მყარად ვიცით ისაა, რომ..." - ბიძინა კულუმბეგოვი ლევან რატიანის განცხადებას გამოეხმაურა

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის მოსაზრებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც კოვიდგატანილ ადამიანს უფრო მეტი იმუნიტეტი აქვს ვიდრე ვაქცინირებულს.

“გადატანილებს უკეთესი იმუნიტეტი აქვთ ვიდრე აცრილებსო!?” პასუხი მოკლე და ლაკონიურია “თუ გადარჩი კი”. რეალობა შემდეგია, კოვიდის გადატანის შემდეგ საშუალოდ ინფიცირებულების 1/3 - ს ანტისხეულები არ უყალიბდება (განსაკუთრებით უსიმპტომო და მსუბუქი ფორმის დროს), ამიტომ დღეს რაც მყარად ვიცით ისაა, რომ ვინც გადაიტანა და აიცრა ყველაზე კარგი იმუნიტეტი მათ აქვთ. ამიტომ ნუ დაელოდები ვერაგ კოვიდს, აიცერი და დახვდი მას მაქსიმალურად დაცული".