loader

კოვიდ 19-ის გადატანის შემდეგ საჭიროა თუ არა ვაქცინაცია? - კვლევის შედეგები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კოვიდ 19-ის გადატანის შემდეგ საჭიროა თუ არა ვაქცინაცია? - კვლევის შედეგები

კოვიდის გადატანის შემდეგ საჭიროა თუ არა ვაქცინაცია? - აღნიშნულ კითხვაზე პასუხად ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ინფექციურ დაავადებათა კლინიკის დირექტორის, პროფესორის პოლ საქსის მოსაზრებას ავრცელებს.

"კითხვაზე - კოვიდის გადატანის შემდეგ საჭიროა თუ არა ვაქცინაცია? - პასუხს იძლევა ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ინფექციურ დაავადებათა კლინიკის დირექტორი, პროფესორი პოლ საქსი.

"დიახ, მათ უნდა მიიღონ Covid-19 ვაქცინა. ზოგიერთ ადამიანს, ვინც მონაწილეობდა კლინიკურ კვლევებში და ჰქონდათ წინასწარი მტკიცებულება SARS-CoV-2 ინფექციის გადატანის შესახებ (ანტისხეულების დადებითი ტესტის საფუძველზე) მათში ვაქცინები იყო სრულად უსაფრთხო და ეფექტური. შემდგომში მოსახლეობის კვლევამ აჩვენა, რომ იმ ადამიანებს შორის, ვინც გამოჯანმრთელდა Covid-19-დან, რეინფექციის ალბათობა იყო 2.34 ჯერ უფრო მაღალი, ვიდრე აცრილებში.

იმის გამო, რომ ხელახალი ინფექცია Covid-19-ისგან გამოჯანმრთელების შემდეგ იშვიათია ინფექციის მომდევნო თვეებში, ზოგიერთ ადამიანს შეიძლება მოუნდეს იმუნიზაციის გადადება რამდენიმე თვით - თუმცა, თუ მათ სურთ უფრო ადრე იმუნიზაცია, არანაირი უკუჩვენება არ არსებობს.
კვლევები აჩვენებს, რომ Covid-19 გადატანილ ადამიანებს, რომლებმაც ჩაიტარეს იმუნიზაცია mRNA ვაქცინებით, ჰქონდათ უფრო გამოხატული ანტისხეულების პასუხი პირველ ვაქცინაზე, ვიდრე სერონეგატიურ პირებს. აქედან გამომდინარე, გამოჯანმრთელებული პაციენტების ბუნებრივი იმუნიტეტი იყო "პირველადი" და ვაქცინის პირველი დოზა იყო "ბუსტერი" მასპინძლის იმუნური პასუხისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მოდელი გულისხმობს ვაქცინის მეორე დოზის გამოტოვებას კოვიდ გადატანილ პაციენტებში აღნიშნულ მოსაზრებას ყველა იმუნოლოგი არ ეთანხმება. ამიტომ ჯერჯერობით ამერიკაში რეკომენდირებულია mRNA ვაქცინის ორი დოზა".

აიცერი! წაიკითხე და გაავრცელე მხოლოდ სანდო და მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერების და ორგანიზაციების პოზიცია!", - წერს კულუმბეგოვი.