X
"გლოვობს მთელი საქართველო, გამიგიჟდა ჩემი ცოლი.... პირველი შემთხვევაა, რომ ღალატი არ აპატიეს" - რომან გოცირიძე
11:27 / 20-09-2021
რომან გოცირიძე "ჩემი ცოლის დაქალების" ახალ სეზონზე წერს და ის სერიალში "ჩიკას" გარდაცვალებას ეხმაურება.

"ჩიკა მოკვდა! გლოვობს მთელი საქართველო. გამიგიჟდა ჩემი ცოლი და მისი დაქალები. მოითხოვენ ქეთი დევდარიანისაგან გააცოცხლოს ისევე, როგორც გააცოცხლეს ჯონ სნოუ.

პირველი შემთხვევაა, რომ ღალატი არ აპატიეს. გადადიოდნიდნენ “რუსთავიდან” “იმედში”, ბრუნდებოდნენ “იმედიდან” “რუსთავში” თუ “მთავარში”, კრიტიკულ არხებზე რეიტინგული მუსიკალური შოუების მთელი ჟიური და სარეკლამო სახეები გადაბარგდებოდნენ სახელისუფლებო არხებზე, მერე ზოგიერთი ისევ გადმობარგდებოდა უკან. როგორ უნდა გესაყვედურა, როცა ეს ქართული ცხოვრების წესი იყო? გუშინდელი ნაცი დღეს ქოცია, გუშინდელი ქოცი დღეს ნაცია, ლეიბორისტი რომ იყო, მერე კაპიტალისტების პარტიის სახე გახდა, მღვდელი რომ გეგონა, თურმე რუსეთის აგენტი ყოფილა. იტყვით ალბათ, ჩიკას ღალატი აქ რა მოსატანიაო? ყოფილა მოსატანი და თანაც როგორ. აიღო და მოკლა, მოკლა და თანაც როგორ, პისტოლეტით კი არა, ბოროტი სენით კი არა, მოკლა სასაცილოდ, დამამცირებლად, მშრალი ყინულით სავსე აბაზანაში ჩააწვინა და გაყინა პაპანაქება სიცხეში.
ჩემი ცოლი და მისი დაქალები იმედს არ კარგავენ-რადგან სანტეს ნაყინივით გაყინა, შეიძლება მერე გაცოცხლებას უპირებსო, ხომ შეიძლება ფილმმა ჟანრი ცოტათი შეიცვალოს, ფანტაზიის ელემენტები გაურიოსო. არა, ვეუბნები მე! არ გააცოცხლებს, მოსაკლავი უნდა მოკვდეს!
შენც დევდარიანივით ბოროტი ყოფილხარო. დიახ, კეთილი ბოროტი ვარ!" - წერს რომან გოცირიძე.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ამას ნაღდად არ ველოდი! იმათმა კარგად გადააკოპირეს და ორიგინალი ჩვენია“ - ვიდეო, რომელიც ინტერნეტში ნახვების რეკორდს ხსნის
“სასწრაფოდ მოსაგვარებელია! ძალიან ბევრ პაციენტს დანიშნული აქვს ერთი და იგივე“ - წამლები, რომლებიც შეიძლება არ გვჭირდებოდეს და მაინც ფულს ვხარჯავთ
"ძველი საყვარლებივით გავიპარეთ... რომ დავთვერით თითქმის უგონოდ, პირველად მითხრა" - როგორ ულოცავს ნათია ფანჯიკიძე მეუღლეს დაბადების დღეს
“თანხა იყო ძალიან შთამბეჭდავი, მაგრამ უარი ვთქვი“ - რა შემთხვევა გაიხსენა გიორგი უშიკიშვილმა პირველად ეთერში?
ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური კლასი - რა პასუხი გასცა უკმაყოფილო ვლადიმირ პუტინს 2002 წელს საჯაროდ?
სოფო ნიჟარაძე ელის-მარიას ახალ ვიდეოს აქვეყნებს - კადრები ვარსკვლავური დედა-შვილის ბინიდან
“ვიცი, რომ შევძლებ“ - გიორგი სუხიტაშვილი სარეაბილიტაციო ცენტრიდან ვიდეოს აქვეყნებს
“სამ დღეში მინუს 2 კილო“ - თათია სულუაშვილი კვების საგანგებო რეჟიმს გვიზიარებს