loader

"დიდი ზომის ცარიელი ადგილია... საკააშვილზეც იმავეს ამბობდა და ახლა მისი იღლიიდან თავს ვერ აყოფინებენ" - თამარ ჩერგოლეიშვილი გიგი უგულავაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დიდი ზომის ცარიელი ადგილია... საკააშვილზეც იმავეს ამბობდა და ახლა მისი იღლიიდან თავს ვერ აყოფინებენ" - თამარ ჩერგოლეიშვილი გიგი უგულავაზე

"ჩემს შეცდომად მივიჩნევ, რომ მეგის ქარდავასნაირებს თავის დროზე, როცა ძალაუფლებაში ვიყავი, ადგილი არ მივუჩინე" - ამის შესახებ გიგი უგულავამ "პალიტრანიუსის" ეთერში გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

აღნიშნულ განცხადებას თამარ ჩერგოლეიშივლი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, გიგი უგულავას არავინ უნდა დაუჯეროს.

"არაფერი არ დაუჯეროთ. არაფერს შეცდომად არ მიიჩნევს. ზოგადად არაფრის სჯერა. საკააშვილზეც იმავეს ამბობდა და ახლა მისი იღლიიდან თავს ვერ აყოფინებენ, როცა თავისით ვერაფერი შეძლო და ისევ "ჯართს" აეკიდა. ზუსტად იმავეს ამბობდა ბოკერიაზეც - არასწორი იყო, მის იზოლირებას რომ ვცდილობდით 2008 წლის მერეო. ბევრი "ბაიკა" მაქვს მოსმენილი იმაზე, რა არასწორი იყო "ვანომ იცის, ადემ იცის, ბოკერიას არ უთხრათ". რა წუთშიც კიევში მოსთხოვეს - ეგრევე ზურგში დანა ჩაარტყა. მოკლედ, ერთი სიტყვაც არ დაიჯეროთ - დიდი ზომის ცარიელი ადგილია", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.