loader

"დიპლომი უნდა დაახიო თავზე მათ, ვინც ამბობს, რომ კოვიდგადატანილებს ვაქცინაცია არ სჭირდება" - გიორგი ფხაკაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დიპლომი უნდა დაახიო თავზე მათ, ვინც ამბობს, რომ კოვიდგადატანილებს ვაქცინაცია არ სჭირდება" - გიორგი ფხაკაძე

"ბევრს დიპლომი უნდა დაახიო თავზე, ვინც ამბობს, რომ კოვიდგადატანილებს ვაქცინაცია არ სჭირდება", - ამის შესახებ გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.

ფხაკაძის თქმით, ის არ გაჩუმდება და მაინც გააგრძელებს სიმართლის თქმას.

"ამერიკაში, ორეგონას შტატში ექიმს ჩამოერთვა ლიცეზია. პირბადე არის მავნეო. როდის დადგება დრო, როცა საქართველოში ანალოგიურ ნაბიჯებს გადავდგამთ?!… ანდა ბევრს ნამდვილად ლიცენზია კი არა, დიპლომი უნდა დაახიო თავზე … ვის?! - პირველ რიგში, იმათ, ვინც ამბობს, რომ სამედიცინო პირბადე "მავნეა" ან "არ შველის", ან უკეთიათ, მაგრამ არასწორად; ვაქცინები "არაა საჭირო", ან "კოვიდგადატანილებს არ სჭირდება" ან თვითონ არ არიან აცრილები.

ვიცი, სიმართლე მწარეა და ისიც ვიცი, რომ ბევრს გულზე არ ვეხატები … ვხედავ, აგერ ჩემი ვიდეოების მონტაჟებს აკეთებენ, დისკრედიტაციას ცდილობენ, შავი პიარი ჩემს წინააღმდეგ ჩართულია… მაგრამ ვის ან რას ებრძვით… ებრძვით სიმართლეს ანუ საკუთარ თავს ებრძვით. არაპროფესიონალიზმი კლავს... ტყუილი კლავს... მე მაინც ვიტყვი სიმართლეს... მე მაინც არ გავჩუმდები... რატომ? უბრალოდ, მიყვარს ჩემი სამშობლო, მეტი არაფერი… და თქვენ გიყვართ თქვენი სამშობლო?!", - წერს ფხაკაძე.