loader

ცნობილია ახალი კვლევის შედეგები - რამდენად ეფექტურია ვაქცინები "დელტა" შტამის მიმართ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია ახალი კვლევის შედეგები - რამდენად ეფექტურია ვაქცინები "დელტა" შტამის მიმართ?

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში ვაქცინების ეფექტურობის შესახებ ახალ კვლევაზე ინფორმაციას ავრცელებს.

"სანამ საქართველოში მსჯელობენ, ერთი სპეციალისტის მიერ გაჟღერებული სტატუსის მერე, ხომ არ სჯობს, რომ ყველა დაინფიცირდეს და ასე ჩამოიყალიბოს კოვიდის საწინააღმდეგო იმუნიტეტი, მსოფლიოში ჯერ კიდევ აინტერესებთ, როგორ მუშაობენ ვაქცინები ახალი შტამების მიმართ.

კიდევ ერთი საინტერესო კვლევა ამ მიმართულებით, რომლის შედეგებიც 16 სექტემბერს გამოქვეყნდა. კვლევაში განხილულია ვაქცინების ეფექტურობა ყველა შტამის მიმართ. აქ მხოლოდ "დელტა" ვარიანტს მოვიყვან, რამეთუ ის არის ახლა დომინანტური საქართველოში.

ინგლისის ანალიზმა აჩვენა "დელტასთან" ჰოსპიტალიზაციისგან მდგრადი დაცვა "ალფასთან" შედარებით, 96% და 92% BNT162b2 და ChAdOx1 მეორე დოზების შემდეგ. ნიუ იორკში, mRNA ვაქცინების მაღალი ეფექტურობა ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგ ნაჩვენები იყო, როდესაც "დელტა" მიმოქცევაში იყო (91,9%–95,3%). ინგლისისა და კანადას ანალიზის თანახმად, სიმპტომური დაავადებისგან დაცვა მნიშვნელოვნად დაბალი იყო "დელტაზე" ვაქცინის ერთი დოზის შემდეგ, "ალფასთან" შედარებით. მიუხედავად ამისა, ეფექტურობა აღდგა მეორე დოზის შემდეგ, 85%-90% და 61%-72% ეფექტურობით BNT162b2 და ChAdOx1.

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულმა პირველადმა მონაცემებმა გამოიწვია შეშფოთება, რაც მიუთითებდა სიმპტომური "დელტა" ინფექციის ეფექტურობის მნიშვნელოვან ვარდნაზე, შემდგომ გამოქვეყნებულ პრეპრინტზე ეს მაჩვენებლები აღარ გამოქვეყნებულა.

ინგლისში სისტემატურ ტესტირებაზე დაფუძნებულმა ბოლოდროინდელმა ანალიზმა აჩვენა, რომ Pfizer-BioNTech და AstraZeneca ვაქცინები უაღრესად დამცავია ნებისმიერი ინფექციისგან.

ასე რომ თქვენი გადასაწყვეტია, რულეტკას ითამაშებთ და დაინფიცირებაზე ჩამოხვალთ ფსონს (აცრის მაგივრად) აზარტული თამაშის მოყვარული ბევრია საქართველოში, მაგრამ კოვიდ ვირუსთან თამაშით არა მგონია ისე მყისიერად გამდიდრდეთ, როგორც ეს აზარტული თამაშების რეკლამებშია დახატული", - წერს ზაზა წერეთელი.