loader

2 სიმპტომი, რომლებზეც კორონავირუსის გადატანის შემდეგ ყველაზე ხშირდ საუბრობენ - "ძალიან მაწუხებს, ვნერვიულობ, სისხლის ანალიზი სუფთაა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

2 სიმპტომი, რომლებზეც კორონავირუსის გადატანის შემდეგ ყველაზე ხშირდ საუბრობენ - "ძალიან მაწუხებს, ვნერვიულობ, სისხლის ანალიზი სუფთაა"

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში სულ უფრო ბევრი ადამიანი წერს, კორონავირუსის გადატანის შემდეგ გულის აჩქარება და მაღალი წნევა თითქმის ყოველ დღე აწუხებთ. ზოგიერთი მათგანი წერს, რომ კორონავირუსის გადატანიდან რამდენიმე თვეა გასული.

  • "კოვიდის შემდეგ გულმკერდის არეში ჩხვლეტები (ჭვალივით) ვინმეს დაგიტოვათ? ერთი თვეა დადასტურებიდან და ძალიან მაწუხებს, სისხლის ანალიზები სუფთაა, არ ვყოფილვარ კარდიოლოგთან"
  • "ორი თვე გავიდა და პერიოდულად მაქვს უჰაერობა, იმედია, გამივლის ოდესმე"
  • "გულის არეში მქოდა ტკივილი, ისე შემეშინდა წავედი ექიმთან და მკურნალობა დამინიშნა"
  • "ორი თვე გავიდა კოვიდის გადატანიდან და გულის არეში ჩხვლეტა დღემდე მაქვს. ექიმთან ვიყავი ისე შემეშინდა და მითხრა, რომ დრო სჭირდება"
  • "3 თვე გავიდა და გული პრობლემებთან ერთდ ხველაც დამრჩა, არ ვიცი რა ვქნა"

თუ კორონავირუსი გადაიტანეთ და გულის პრობლემები მაინც გაწუხებთ, ექიმთან ვიზიტი აუცილებელია.

როგორც აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული ამბობს, დიდი ალბათობით ორგანიზმი მოახერხებს დარღვეული ბალანსის აღდგენას. ამას შეიძლება საკმაოდ დიდი დრო დასჭირდეს, მაგრამ მაინც. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც კარდიალური სიმპტომები აწუხებთ. ახალგაზრდები ცხადია,მოუთმენლად ელიან ჩვეული, რუტინად ქცეული, აქტიური ვარჯიშის განახლებას, მაგრამ უნდა ახსოვდეთ, რომ სანამ სიმპტომებს შეიგრძნობენ, მანამ მათი გულის კუნთის უჯრედებში ანთებითი პროცესები მიმდინარეობს და ამიტომ ფიზიკური დატვირთვის აღდგენა ფრთხილად და ზომიერად უნდა მოხდეს“.