loader

"არ მინდა ვიყო უსამართლო ბრალდების მსხვერპლი..." - თელავში კლინიკის დირექტორის მკვლელობისთვის დაკავებული პოლიციელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ მინდა ვიყო უსამართლო ბრალდების მსხვერპლი..." - თელავში კლინიკის დირექტორის მკვლელობისთვის დაკავებული პოლიციელი

თელავის რაიონულმა სასამართლომ, ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე, ყოფილ პოლიციელ ვანო ზანდარაშვილს 12-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. მანამდე კი მოსამართლეს დაცვის მხარემ ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის გაუქმების მოთხოვნით მიმართა, რაც არ დაკმაყოფილდა.

მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა ყოფილმა პოლიციელმა მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე ნაფიც მსაჯულებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ მზად არის ჩადენილი ქმედებისთვის პასუხი აგოს, თუმცა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში არ ჩაუდენია.