loader

"არ მაქვს სურვილი ვიცხოვრო ამ ქვეყანაში, შემაზიზღეთ! მიმიფურთხებია თქვენი პატივისცემისთვის, შარლატანებს ეცით პატივი" - ზაზა თელია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ მაქვს სურვილი ვიცხოვრო ამ ქვეყანაში, შემაზიზღეთ! მიმიფურთხებია თქვენი პატივისცემისთვის, შარლატანებს ეცით პატივი" - ზაზა თელია

"როგორი შარლატანიზმიც სუფევს ქართულ მედიცინაში, ასეთივე შარლატანიზმი სუფევს ქართულ მომსახურებაში", - ამის შესახებ დერ­მა­ტო-ვე­ნე­რო­ლო­გი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ყველაფერზე წამსვლელი სამარცხვინო ინდივიდების გამო დაქცეულია ქვეყანა.

"როგორი შარლატანიზმიც სუფევს ქართულ მედიცინაში, ასეთივე შარლატანიზმი სუფევს ქართულ მომსახურებაში, ტურიზმში. სამარცხვინო, გულისამრევი. ვინ ჩამოვა საქართველოში, აქ ხომ იმაზე ფიქრობენ, როგორ გაწეწონ პაციენტი, როგორ გაწეწონ ტურისტი. ყველაფერზე წამსვლელი სამარცხვინო ინდივიდების გამო დაქცეულია ქვეყანა და ქაქის სუნი ასდის. თურქეთი? თურქები? თურქებს ედრებით? ვერასდროს ვერ მივალთ მათ დონემდე.

არ მაქვს სურვილი ვიცხოვრო ამ ქვეყანაში, შემაზიზღეთ! იმის მაგივრად, მადლობას მიხდიდეთ, თქვენი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, ჯიბეების დაზოგვისთვის ისეთ ინფორმაციას გიზიარებთ, რომელიც ფასდაუდებელია. გამოდიხართ აქ და პატივისცემა დავკარგეო. მიმიფურთხებია თქვენი პატივისცემისთვის, შარლატანებს ეცით პატივი, მე არ მჭირდება", - წერს ზაზა თელია.