loader

ტრაგედია ვერიკო ტურაშვილის ოჯახში - მომღერალი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრაგედია ვერიკო ტურაშვილის ოჯახში - მომღერალი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ვერიკო ტურაშვილს მამა გარდაეცვალა. ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში წერს და ფოტოებს აქვეყნებს.

23 აგვისტოს ვერიკო ტურაშვილმა "ფეისბუქზე" პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავდა, რომ მისი მშობლები კორონავირუსით დაინფიცირდნენ, დედას აცრა ჰქონდა გაკეთებული, მამას კი - არა.

"ერთი თვის წინ ჩემი მშობლები კორონავირუსით დაინფიცირდნენ. დედას აცრა ჰქონდა გაკეთებული და მამა აცრიდან გაგვექცა ამდენი დეზინფორმაციის კითხვით და მოსმენით. ნუ შედეგიც შესაბამისად განვითარდა. დედამ უმარტივესად გადაიტანა და მამამ ძაან მძიმედ და ჯერ ისევ ურთულეს ეტაპზე ვართ. ჩემი მშობლები არიან ასაკში და პირველივე დღიდან ჰოსპიტალიზაცია ვარჩიე. მამას წინ კიდევ ურთულესი სარეაბილიტაციო პერიოდი აქვს და იმედია დავძლევთ. აიცერით ხალხო საკუთარ თავზე და ოჯახზე გამოვცადე აცრილის და აუცრელის უდიდესი სხვაობა!" - წერდა ვერიკო ტურაშვილი.