loader

ქართველი ფეხბურთელები თამაშის დროს ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - დაპირისპირებას გინება და ლანძღვაც მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი ფეხბურთელები თამაშის დროს ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - დაპირისპირებას გინება და ლანძღვაც მოჰყვა

"ეროვნული ლიგა 2"-ის ცენტრალურ შეხვედრაში "გაგრასა" და ბოლნისის "სიონის" ფეხბურთელებმა იჩხუბეს. 

"გაგრას" ფეხბურთელმა გურამ სამუშიამ და "სიონის" მცველმა ლაშა უგრეხელიძემ ბურთი ვერ გაიყვეს და ერთმანეთს ხელი ჰკრეს. ამის შემდეგ სამუშიამ მეტოქეს თავში წამოარტყა, რასაც საპასუხო დარტყმაც მოჰყვა. დარტყმას კი ორივე მხრიდან გინება და ლანძღვა მოჰყვა. მსაჯმა ორივე ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა.

შეხვედრა კი ფრედ, 1:1 დასრულდა. 25 ტურის შემდეგ "ეროვნული ლიგა 2"-ის ცხრილის სათავეში "სიონი" გახლავთ 59 ქულით. "გაგრას" 58 ქულა აქვს და ეროვნულ ლიგაში დაწინაურებისთვის იბრძვის.

წყარო: sportall.ge