loader

"სასიხარულო ამბავი "სინოვაკის" ვაქცინით აცრილებისთვის" - რა აჩვენა ახალი კვლევის შედეგებმა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სასიხარულო ამბავი "სინოვაკის" ვაქცინით აცრილებისთვის" - რა აჩვენა ახალი კვლევის შედეგებმა?

გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის მრჩე­ვე­ლი, პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი ფხა­კა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე "სი­ნო­ვა­კით" აც­რი­ლე­ბის­თვის სა­სი­ხა­რუ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

"პირველად, ამ ბოლო დროს, მივიღეთ ადეკვატური კვლევის შედეგები "სინოვაკის" ვაქცინასთან დაკავშირებით. კვლევა ჩატარდა მალაიზიაში. 7,200,000 ადამიანის მონაცემები შესწავლილ იქნა და დადგინდა, რომ მხოლოდ 0.011%-ს დაჭირდა რეანიმაცია (ეს არის ვაქცინის ეფექტურობის საუკეთესო მაჩვენებელი ). ასევე, კვლევამ აჩვენა, რომ "ფაიზერი" უფრო ეფექტურია. მხოლოდ 0.002%-ს დაჭირდა რეანიმაცია (6.5 მილიონის მონაცემები).

დასკვნა: საქართველოში არსებული ყველა კოვიდვაქცინა არის უსაფრთხო, საქართველოში არსებული ყველა კოვიდვაქცინა გიცავთ რეანიმაციისგან (ყველაზე კარგად - "ფაიზერი", დანარჩენებსაც არაუშავს); საქართველოში არსებული ყველა კოვიდვაქცინა გიცავთ სიკვდილისგან ("ფაიზერი" - 98.8%, დანარჩენებსაც არა უშავს); მსოფლიოში დღესდღეობით გამოყენებული 17 ვაქცინიდან არცერთი არ გიცავთ კოვიდისგან 100% -ით. ვაქცინა არ არის უკვდავების ელექსირი.

აიცერით დროზე და გახსოვდეთ, რომ სამედიცინო პირბადე აუცილებელია აცრილებისთვის და აუცრელებისთვის, დაიცავით დისტანცია და აერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. დაიბანეთ ხელები ხშირად, გაანიავეთ შენობები ყოველ 10-15 წუთში და იყავით პოზიტიურ განწყობაზე. არ გაავრცელოთ ვირუსი, გაავრცელეთ სიყვარული", - წერს ფხაკაძე.