loader

"აღმოჩენილია! გახარიას გამრყვნელი აღმოჩენილია, არავითარი ვარაუდები" - რას წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აღმოჩენილია! გახარიას გამრყვნელი აღმოჩენილია, არავითარი ვარაუდები" - რას წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში?

"აღმოჩენილია! გახარიას გამრყვნელი აღმოჩენილია! არავითარი ვარაუდები! კოქსის დედოფლის თვითაღიარება! p.s. ბოდიში ქალბატონ მანანა თოდაძესთან, ცხადია, ხუმრობაა", - ამის შესახებ ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს და მანანა თოდაძის სიმღერას აქვეყნებს.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის თქმით, პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ლი­დე­რი გი­ორ­გი გა­ხა­რია ნარ­კო­ტი­კის მომ­ხმა­რე­ბე­ლი მას შემ­დეგ გახ­და, რაც მან მმარ­თვე­ლი გუნ­დი და­ტო­ვა. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ხა­რი­ას კო­კა­ი­ნი ერთ-ერ­თმა ქალ­ბა­ტონ­მა გა­ა­სინ­ჯა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გან­მარ­ტა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ი­დან საკ­რე­ბუ­ლოს სი­ა­შია.

"საკ­რე­ბუ­ლოს სი­ა­შია, თუმ­ცა გვა­რის და­კონ­კრე­ტე­ბას მო­ვე­რი­დე­ბი. ეს ქალ­ბა­ტო­ნი არას­დროს ყო­ფი­ლა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რი, თუმ­ცა ის არის საკ­რე­ბუ­ლოს სი­ა­ში გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ი­დან“,- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მისი ამ გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ხა­რი­ას თა­ნა­პარ­ტი­ელ­მა ქა­ლებ­მა "ჩე­ლენ­ჯი" წა­მო­ი­წყეს. რამ­დე­ნი­მე მათ­გან­მა "ფე­ის­ბუქ­ზე" ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე მო­ნიშ­ნა, ჰეშ­თეგ­ზე #ის­ქა­ლი­მე­ვარ