loader

გახარია პროკურატურაში ჩივის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გახარია პროკურატურაში ჩივის

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გენერალურ პროკურატურას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ მასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს.

საგამოძიებო უწყებაში განცხადება დღეს პარტიის „საქართველოსთვის“ წევრებმა ანა ბუჩუკურმა და მიხეილ დაუშვილმა შეიტანეს. საქმე ეხება განცხადებებს, რომლებშიც კობახიძემ გახარიას „კოკაინშიკი“ უწოდა და მის ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით გამოთქვა ეჭვი.

უფრო კონკრეტულად, გახარიას პარტია პროკურატურისგან ითხოვს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღერებულ დანაშაულის შემცველ ინფორმაციაზე, გამოიკითხოს ირაკლი კობახიძე, ჩაატარონ დროული, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება და დანაშაულის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, დააყენონ ცრუ დასმენაზე კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხი.