ნიკა გვარამია “ფეისბუქზე“ პოსტს აქვეყნებს: 

“ეს არის ჩემი ბოლო კომუნიკაცია ბატონ შალვა ნათელაშვილთან, კომენტარი მის სამარცხვინო სტატუსზე.
პასუხსაც არ გაგცემთ, ბატონო შალვა. უკვე ღირსების საკითხია, თქვენთან დამშვიდობება. და ბავშვიყლაპია მე კი არ ვარ, თქვენ ხართ - 25 წელი რომ სამ ტანცუიუ სამ პაიუს აკეთებთ პარტიისგან, რომელიც ჯერ კიდევ 20 წლის წინ რეიტინგების ლიდერი იყო და დღეს, თქვენი ეგოცენტრიზმის გამო, ერთი მისხალით არ გაზრდილა. პირიქით, დიდი ტემპით და შეუქცევადად დეგრადირებს. სრულიად ცხადია, რომ სანამ არსებობთ მაგ პარტიაში, ბავშვი ყლაპიაც, დიდებყლაპიაც თქვენ ხართ, და პოლიტიკაში უკვე ქარიყლაპიად იქეცით ერთიდა იგივე ტექსტების გამეორებით უკანასკნელი 20 წელის განმავლობაში და წარმატებას მხოლოდ სრულიად არასერიოზული აღქმის პერსონად საკუთარი თავის გამოძერწვაში მიაღწიეთ (არადა შეუძლებელია თქვენი ნიჭიერების არაღიარება). მაგრამ, ეს თქვენი არჩევანია. ჩემთვის გულდასაწყვეტი არჩევანი.
დღეს ედისონის კვლევები ქვეყნდება ფორმულაზე. დაველოდები შედეგებს. და თუ ეს შედეგები ჩვენსას დაემთხვევა, ან ბოდიშს მოხდას აირჩევთ, ან პოლიტიკური სახადი გახდებით.
სხვაფრივ მშვიდობით მეყოლეთ. ნუ შეგეშინდებათ, თქვენს თხოვნა-მუდარა-შემოთავაზებენზე არსად არავისთან არასდროს არ ვისაუბრებ.

ps მეტი კომენტარი ჩემგან ბატონ ნათელაშვილზე აღარ იქნებს. არ ვაპირებ, უღირსიბას უღირსიბით ვუპასუხო.
ბოლოს კი შეგახსენებთ, რომ ქვემოთ მოყვანილ ვიდეოში მოლაპარაკე კაცი, ნათელაშვილის მოყვანილია პოლიტიკაში და საკრებულოს თავმჯდომარედ დასმული მოქალაქეთა კავშირთან ერთად.“ - წერს ნიკა გვარამია. 

“თქვენთან ერთად მეც შემზარა წუხელ მთავარ არხზე გათამაშებულმა სცენამ---- რაც შეიძლებოდა დამაჯერებელი გაეხადათ სამარცხვინო იპსოსის ე. წ რეიტინგული კვლევები ლეიბორისტულ პარტიასთან მიმართებაში და ვფიქრობ მიიღეს საპირისპირო შედეგი. მიშა ქუმსიშვილმა თავისი სიმშვიდითა და მაღალი ინტელექტით ასევე სრულად მოიგო ორთაბრძოლა--- კალაძე ორი. მთლიანობაში კი 25 წელზე მეტია მიხეილ სააკაშვილი ჯერ ჟვანიასთან,მერე ივანიშვილთან და ახლა ნიკა გვარამიასთან ტანდემში ასე იწყებს ჩვენთვის არჩევნების გაყალბებას---- ჯერ სამარცხვინო რეიტინგები,მერე არჩევნების დღეს იგივე ეგზიტ--პოლები და ბოლოს გაყალბებული საარჩევნო ოქმები.ანუ ძაღლის კუდი არ განემართების კიდევ ერთხელ დადასტურდა. ნიკა გვარამიასთან ყოველთვის ვცდილობ მხოლოდ კარგი გავიხსენო და ასეთი კადრები გონებაში ნამდვილადაა,ვადასტურებ იმასაც,რომ იგი უდავოდ უაღრესად ნიჭიერი მედია მენეჯერია,მაგრამ შემზარა იმან რომ წუხანდელ ნიკაში ვნახე ისევ ის პროკურორი მე რომ 25 წლიანი პატიმრობა გამომიცხადა და თანაც "ბავშვიყლაპია" ,რომელსაც ნიჭიერი ახალგაზრდობა არ უყვარს.მეტი რა ვთქვა. P.S რაც მთავარია მე მუდმივად მაწუხებს კითხვა----რა განსხვავებაა ჩემთვის და რაც მთავარია ქვეყნისთვის ივანიშვილი გაგვიყალბებს არჩევნებს,სააკაშვილი თუ ორივე გუნდი ერთად?“ - წერს შალვა ნათელაშვილი.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ამას ნაღდად არ ველოდი! იმათმა კარგად გადააკოპირეს და ორიგინალი ჩვენია“ - ვიდეო, რომელიც ინტერნეტში ნახვების რეკორდს ხსნის
“სასწრაფოდ მოსაგვარებელია! ძალიან ბევრ პაციენტს დანიშნული აქვს ერთი და იგივე“ - წამლები, რომლებიც შეიძლება არ გვჭირდებოდეს და მაინც ფულს ვხარჯავთ
"ძველი საყვარლებივით გავიპარეთ... რომ დავთვერით თითქმის უგონოდ, პირველად მითხრა" - როგორ ულოცავს ნათია ფანჯიკიძე მეუღლეს დაბადების დღეს
“თანხა იყო ძალიან შთამბეჭდავი, მაგრამ უარი ვთქვი“ - რა შემთხვევა გაიხსენა გიორგი უშიკიშვილმა პირველად ეთერში?
ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური კლასი - რა პასუხი გასცა უკმაყოფილო ვლადიმირ პუტინს 2002 წელს საჯაროდ?
სოფო ნიჟარაძე ელის-მარიას ახალ ვიდეოს აქვეყნებს - კადრები ვარსკვლავური დედა-შვილის ბინიდან
“ვიცი, რომ შევძლებ“ - გიორგი სუხიტაშვილი სარეაბილიტაციო ცენტრიდან ვიდეოს აქვეყნებს
“სამ დღეში მინუს 2 კილო“ - თათია სულუაშვილი კვების საგანგებო რეჟიმს გვიზიარებს