loader

ნიკა გვარამია "ლეიბორისტულ პარტიას" კიდევ ერთხელ მიმართავს - "წარმატებას, სამწუხაროდ, ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიაღწევთ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიკა გვარამია "ლეიბორისტულ პარტიას" კიდევ ერთხელ მიმართავს - "წარმატებას, სამწუხაროდ, ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიაღწევთ"

"ლეიბორისტული პარტია", ნახეთ ედისონის კვლევები "ფორმულაზე"? იგივე რეიტინგი რომ გაქვთ (1%-ით მეტი, რაც ცდომილების ფარგლების მინიმუმია) და თქვენგან აჩემებულ "გირჩს" კიდევ უფრო მეტი, ვიდრე ჩვენს კვლევებში, ამოიკითხეთ?" - ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში "ლეიბორისტულ პარტიას" კიდევ ერთხელ მიმართავს.

მისივე თქმით, "ლეიბორისტული პარტია" წარმატებას ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიაღწევს.

"ხოდა, ყველანი "ლეიბორისტული პარტიის" წინააღმდეგ ვართ. მარტო ხართ მოკლედ სიკეთის მხარეს, ყველა დანარჩენი - ბნელ მხარეს დგას. კონსპირაციულობა და იზოლაციონიზმი არის ფსიქიკური კონდიცია, გინდა ინდივიდის და გინდა ინდივიდთა ჯგუფის. ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებას გისურვებთ, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიაღწევთ. p.s. მიხეილ ქუმსიშვილს მათემატიკის და ლოგიკის რეპეტიტორები აუყვანეთ. მართალია, პოლიტიკური კარიერა დაასრულა გუშინ, მაგრამ რა იცით, რაში გამოადგეს", - წერს გვარამია.