loader

"ფანჯრებიდან სურათებს, ტექნიკასა და ჭურჭელს ისროდნენ" - მოზარდმა ბლოგერებმა სახლი იქირავეს და "ლაიქების" გამო ყველაფერი დალეწეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფანჯრებიდან სურათებს, ტექნიკასა და ჭურჭელს ისროდნენ" - მოზარდმა ბლოგერებმა სახლი იქირავეს და "ლაიქების" გამო ყველაფერი დალეწეს

უკრაინის ქალაქ ოდესაში მოზარდმა ბლოგერებმა კერძო სახლი იქირავეს და "ლაიქებისა" და რეიტინგის გამო სახლში ყველაფერი დაამტვრიეს. ინფორმაცია ტელეგრამ-არხით ვრცელდება. 

მომხდარს თავად მოზარდები იღებდნენ. 

"მათ სახლი დაბადების დღის აღსანიშნავად იქირავეს. დაახლოებით 8 საათისთვის მეზობლებმა დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ სახლის ფანჯრიდან ყრიან სურათებს, ტექნიკასა და ჭურჭელს", - ჰყვება სახლის მეპატრონე. 

გავრცელებული ინფორმაციით, სახლის მეპატრონეები მოზარდებს ეძებენ და კომპენსაციის მოთხოვნას აპირებენ. 

"გართობის" პროცესში მათ დაამტვრიეს ბილიარდის მაგიდა, სავარძელი, ყველა საწოლი, კარადა და აბსოლუტურად ყველა ჭურჭელი, რაც სახლში იყო. ასევე გატეხეს ფანჯრები და დახიეს ფარდები." - წერია სოცქსელში.