loader

"სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ მთელი 2022 წელი დასჭირდება ქვეყანას, რომ მიაღწიოს პანდემიის კონტროლს, თუ ვაქცინაციის ტემპი შემცირდება" - ივანე ჩხაიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ მთელი 2022 წელი დასჭირდება ქვეყანას, რომ მიაღწიოს პანდემიის კონტროლს, თუ ვაქცინაციის ტემპი შემცირდება" - ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, აუცილებელია ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება იმისთვის, რომ ქვეყანაში ადამიანთა ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევები არ გაიზარდოს.

"ჩვენი ქვეყნისთვის 1500-2000 ინფიცირებული მაღალი ნიშნულია. 20-დან 30-მდე გარდაცვლილიც მაღალი ნიშნულია. თუ ჩვენ ვახერხებთ მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას, ვახერხებთ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვის შემცირებასაც. თუ ამ მიზანს ვერ მივაღწიეთ, მაშინ უნდა შევეგუოთ იმას, რომ საქართველოში კიდევ დიდხანს იქნება ჰოსპიტალიზაციის დიდი პროცენტი, გარდაცვალების შემთხვევებიც, რაც მართლაც ძალიან მძიმე დასკვნაა", - განაცხადა ჩხაიძემ.

მისი განმარტებით, ეპიდვითარების გასაუმჯობესებლად ერთადერთი გამოსავალი მოსახლეობის ვაქცინაცია და რეგულაციების შესრულებაა.

"მარტივი არჩევანი გვაქვს - ან ვიკეთებთ ვაქცინას და გადავრჩებით, ან არ ვიკეთებთ ვაქცინას და მაშინ უნდა შევეგუოთ, რომ ეს ციფრები კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე ტვირთი", - განაცხადა ჩხაიძემ.

მისი ვარაუდით, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე მოსახლეობის უმრავლესობის ვაქცინაციის გეგმა ვერ განხორციელდება.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ეროვნული გეგმის მიზანზე, მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია არის ის გეგმა, რომელიც ვირუსის ჩინური ვარიანტის საწინააღმდეგოდ შეიქმნა. თუმცა ეს 60%-იანი ზღვარი მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის მინიმალური იყო. ვირუსი შეცვალა კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტმა. იქ, სადაც „დელტა“ ვარიანტი არის, მათთვის 60%-იანი ზღვარი საკმარისი არ არის „დელტასთან“ დაკავშირებული უფრო მეტი გავრცელების, მეტი აგრესიულობის გამო. მინიმალური ზღვარი, რომელსაც დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია განიხილავს იმისთვის, რომ ქვეყანამ პანდემია დაასრულოს, ეს არის სწორედ 80%. პანდემიის კონტროლი ნიშნავს, რომ 60%-იანი ვაქცინაციის მოცვის პირობებში ვირუსის გავრცელება, ინფიცირების მაჩვენებელი, ლეტალობის მაჩვენებელი მინიმალურია. 80%-ის შემთხვევაში, პანდემია აღარ არის ქვეყანაში, როგორც პრობლემა სამედიცინო, სოციალური და სხვა თვალსაზრისით. ამიტომ, პირველი ზღურბლი გვაქვს გადასალახავი. პირველიც ვერ გადავლახეთ, აქ 80%-ზე საუბარი არ არის. ეს ძალიან სერიოზული მიზანია. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ 80%-იანი მოცვა წლის ბოლომდე სრული ფანტასტიკაა. 60%-ის იმედი გვქონდა. ამიტომ, ჩვენ კონტროლზე ვსაუბრობთ“, - განაცხადა ჩხაიძემ.