loader

დავით და გურამ კაკულიების დედა ნიკა კვარაცხელიას მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დავით და გურამ კაკულიების დედა ნიკა კვარაცხელიას მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

დავით და გურამ კაკულიების დედა ნიკა კვარაცხელიას მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება:

"ამ დღეებში საინფორმაციო საშუალებებით არაერთი უსაფუძვლო და სრულიად უკანონო რეპორტაჟი გადაიცა და გავრცელდა განცხადებები ჩვენი ოჯახის მიმართ. ამ ბრალდებებთან ჩვენს ოჯახს კავშირი არ აქვს. მოვუწოდებთ ტელევიზიებს, შეწყვიტონ მიზანმიმართული ბინძური და ცილისმწამებლური კამპანია ჩვენი ოჯახის მიმართ".

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მკვლე­ლო­ბას, სა­ვა­რა­უ­დოდ, კავ­ში­რი აქვს 20 წლის წინ მოს­კოვ­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან. მა­შინ სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბილ­ში ხელ­ნა­კე­თი ბომ­ბით ქარ­თვე­ლი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" და­ვით კა­კუ­ლია აა­ფეთ­ქეს. ასევე, მედიაში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, კვარაცხელიას მკვლელობა დავით კაკულიას შვილებმა შეუკვეთეს.

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, ვერაზე ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტი გახსნილია. ანჯაფარიძის ქუჩაზე 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ორ ადამიანს ეძებს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა.