loader

"ერთი რამე თვალსაჩინო და უდავოა, ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებლები 70%-ზე მეტია, პანდემია დასრულებულია" - ბიძინა კულუმბეგოვი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთი რამე თვალსაჩინო და უდავოა, ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებლები 70%-ზე მეტია, პანდემია დასრულებულია" - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ისრაელი უკვე აღარაა სამაგალითო ქვეყანა დიდი ხანია, ევროპის და მსოფლიოს ბევრმა სახელმწიფომ გადაუსწრო მათ ვაქცინაციის მოცვის ხარისხით. ამის შესახებ კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებლები 70%-ზე მეტია, პანდემია დასრულებულია

"ისრაელის მაგალითით ხშირად გვიპირისპირდებიან ვაქცინებისადმი კრიტიკულად განწყობილი ხალხი, აი, ხომ ხედავთ იქ ისევ მაღალია შემთხვევები და შედარებით მაღალია სიკვდილიანობა. ისრაელი უკვე აღარაა სამაგალითო ქვეყანა დიდი ხანია, ევროპის და მსოფლიოს ბევრმა სახელმწიფომ გადაუსწრო მათ ვაქცინაციის მოცვის ხარისხით. ერთი რამე თვალსაჩინო და უდავოა, ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებლები 70%-ზე მეტია, პანდემია დასრულებულია. აიცერი და დაასრულე პანდემია!" - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.