loader

მთავრობის ახალი გადაწყვეტილება, რომელმაც სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია - "რა სისულელეა"... "ჩემი აზრით, სწორია, ვერ ხედავთ, რა ხდება?!" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მთავრობის ახალი გადაწყვეტილება, რომელმაც სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია - "რა სისულელეა"... "ჩემი აზრით, სწორია, ვერ ხედავთ, რა ხდება?!"

4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება. როგორც ბრიფინგზე განათლების მინისტრმა მიხელ ჩხენკელმა განაცხადა, სკოლაში ყველა მოსწავლისთვის პირბადის ტარება აუცილებელი იქნება.

ამ ინიციატივას სოციალურ ქსელში მშობლების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სკოლებში ბავშვებისთვის პირბადის ტარებას ბევრი მშობელი აპროტესტებს. კომენტარებში წერენ, რომ ეს მათი შვილების ჯანმრთელობას დააზიანებს. თუმცა არიან ისეთი მშობლებიც, რომლებიც ამ ინიციატივას დადებითად აფასებენ.

"რა სისულელეა. იმ ჩახუთულ კლასებში რო სხედან როგორ უნდა ისუნთქონ";

"ჩემი აზრით, უნდა ეკეთოს დიდსაც და პატარას, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე";

"წინააღმდეგი ვარ პირბადის პირველ კლასში რომ კარგად დაუზიანდეს ფილტვები.
ჩვენ არ ვიყენებთ პირბადეს";

"ჩემს შვილს ისედაც სულ უკეთია, პანდემიის დაწყების დღიდან... უპრობლემოდ მიეჩვია” – წერენ დედები სოციალურ ქსელში.