loader

"მის გარდაცვალებას ნამდვილად არ ველოდით, უცებ მოხდა და ვერაფერი ვუშველეთ" - მაია ჯაბუა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მის გარდაცვალებას ნამდვილად არ ველოდით, უცებ მოხდა და ვერაფერი ვუშველეთ" - მაია ჯაბუა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

"ვიცოდით, რომ გული აწუხებდა, ცოტა შეუძლოდ იყო. მის გარდაცვალებას ნამდვილად არ ველოდით. უცებ მოხდა და ვერაფერი ვუშველეთ" - დის გარდაცვალების შესახებ მომღერალმა მაია ჯაბუამ ჟურნალ "სარკესთან" ისაუბრა.

როგორც მაია ჯაბუა აღნიშნავს, მის დას ერთი ქალიშვილი და შვილიშვილი დარჩა.

"ვიცოდით, რომ გული აწუხებდა, ცოტა შეუძლოდ იყო. მის გარდაცვალებას ნამდვილად არ ველოდით. უცებ მოხდა და ვერაფერი ვუშველეთ. ზოგადად, არ მიჭირს ჩემი ემოციებისა და ფიქრების სიტყვებით გადმოცემა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, არ ვიცი, რა ვთქვა. თითქოს ტვინიც დაბლოკილია და არ იღებს ამ ინფორმაციას. ძალიან ცოტა დრო გავიდა, ჯერ ვერ დავალაგე აზრები. ერთი ქალიშვილი დარჩა და შვილიშვილი, რომლებისთვისაც დედა და ბებია მე და ჩემი და უნდა გავხდეთ. ჩემი ნაწილი თან გაჰყვა... უდიდესი ტკივილი დამიტოვა. ცოტათი ის მანუგეშებს, რომ მოგონებებში დამრჩა ბედნიერი დრო, როცა ყველანი ერთად ვიყავით", - ამბობს მაია ჯაბუა.