loader

"წადით, ბიძია, სახლში... ყველაზე მეტად ძებნილი შემოეპარათ... ამ ხელისუფლებას მხოლოდ იმის თავი აქვს, მოქალაქეები საწოლში რამდენჯერ გადავბრუნდით, ის ითვალოს" - გია ხუხაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წადით, ბიძია, სახლში... ყველაზე მეტად ძებნილი შემოეპარათ... ამ ხელისუფლებას მხოლოდ იმის თავი აქვს, მოქალაქეები საწოლში რამდენჯერ გადავბრუნდით, ის ითვალოს" - გია ხუხაშვილი

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს იმის შესახებ, რომ ის უკვე საქართველოშია, პოლიტიკური ექსპერტი გია ხუხაშვილი გამოეხმაურა.

"მოკლედ, ამ ხელისუფლებას მხოლოდ იმის თავი აქვს, კანონმორჩილი მოქალაქეები საწოლში რამდენჯერ გადავბრუნდით, ის ითვალოს. ამ დროს, ყველაზე მეტად ძებნილი შემოეპარათ... ქართული ოცნებისთვის ხმის მიცემა სამარცხვინოა", - წერს სოციალურ ქსელში გია ხუხაშვილი.

შეგახსენებთ: მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ის უკვე საქართველოშია.

"დილა მშვიდობისა საქართველო, უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ", - წერს სააკაშვილი.

აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში. შესაბამისად, უწყებაში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.

სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ ჯერჯერობით არ იციან არც "ნაციონალურ მოძრაობაში".