loader

"იცო­დეთ, რომ ძა­ლი­ან გა­მაბ­რა­ზეთ და ამას ასე არ დავ­ტო­ვებ" - მუ­სი­კო­სი მა­ნა­ნა მე­ნაბ­დე ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იცო­დეთ, რომ ძა­ლი­ან გა­მაბ­რა­ზეთ და ამას ასე არ დავ­ტო­ვებ" - მუ­სი­კო­სი მა­ნა­ნა მე­ნაბ­დე ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძეს

ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სი მა­ნა­ნა მე­ნაბ­დე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ზუ­რაბ გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო რეკ­ლა­მას აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ პარ­ტი­ამ მისი სიმ­ღე­რა მი­ით­ვი­სა...

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კლიპ­ში ვხე­დავთ, ტყე­ში შთა­გო­ნე­ბუ­ლი სა­ხით მო­სე­ირ­ნე ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძეს. ვი­დე­ორ­გოლს ფო­ნად მა­ნა­ნა მე­ნაბ­დის "სა­პოვ­ნე­ლა“ ახ­ლავს და მა­მა­კა­ცის ხმა ამორ­ჩე­ველს ურ­ჩევს თუ რო­მე­ლი ნო­მე­რი უნდა შე­მო­ხა­ზონ.

"ამ წამს დავ­დე "გირ­ჩის" სა­არ­ჩევ­ნო რეკ­ლა­მა. ეს რა ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ?! და­უ­კი­თხა­ვად ვინ მოგ­ცათ უფ­ლე­ბა, რომ აი­ღეთ ჩემი ნამ­ღე­რი?! თუ სულ თავს გახ­ვე­დით?! ჯერ ერთი მე ვარ გერ­მა­ნი­ის მო­ქა­ლა­ქე და არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა არ მაქვს. კი­დე­ვაც რომ მქონ­დეს, რა უფ­ლე­ბით იღებთ ჩემს ნამ­ღერს და ადებთ თქვენს კლიპს?! იცო­დეთ, რომ ძა­ლი­ან გა­მაბ­რა­ზეთ და ამას ასე არ დავ­ტო­ვებ! ე.ი. უნდა იფიქ­რონ, რომ მე თქვენ გაძ­ლევთ ხმას! ესაა ტყუ­ი­ლი და ამის­თვის პა­სუ­ხი უნდა აგოთ! ყვე­ლა­ნა­ი­რი სინ­დი­სი და სირ­ცხვი­ლი და­კარ­გეთ? თუ გა­გი­გი­ათ სი­ტყვა - ღირ­სე­ბა?" - წერს მა­ნა­ნა მე­ნაბ­დე.