loader

ანსამბლ „რუსთავის“ მოცეკვავეები უკრაინაში დიდ საგასტროლო ტურნეში გაემგზავრნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანსამბლ „რუსთავის“ მოცეკვავეები უკრაინაში დიდ საგასტროლო ტურნეში გაემგზავრნენ

ანსამბლ „რუსთავის“ მოცეკვავეები უკრაინაში დიდ საგასტროლო ტურნეში გაემგზავრნენ. კონცერტები უკრაინის ვირსკის ანსამბლთან ერთად იმართება.
მაყურებელმა კონცერტზე ულამაზესი სანახაობა იხილა - უკრაინელი მოცეკვეები ქართველ კოლეგებს ცეკვით დახვდნენ. შემდეგ „რუსთავის" მოცეკვავეებმა უკრაინული ცეკვა შეასრულეს, უკრაინელებმა კი - ქართული.

კონცერტის ბოლოს უკრაინელმა და ქართველმა მოცეკვავეებმა სოლო-პარტიები „მთიულურის“ მუსიკაზე შეასრულეს, რომლებმაც ერთგვარი რინგი გამართეს, თუ რომელი ანსამბლი უკეთ შეასრულებდა ნაციონალური ცეკვების ილეთებს.

ვირსკის და „რუსთავის“ ანსამბლები უკრაინის ყველა დიდ ქალაქში გამართავს კონცერტებს. ოქტომბრის ბოლოს კი ქართველ მოცეკვავეებს მომღერლებიც შეუერთდებიან და უკრაინელ მაყურებელს ახალ პროექტს, „ბალადა სიყვარულზე“ წარუდგენენ.