loader

ახალი საფრთხე, რომლის შესახებაც ექიმები გვაფრთხილებენ - რა არის "ტვინდემია" და როგორ უნდა დავიცვათ თავი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი საფრთხე, რომლის შესახებაც ექიმები გვაფრთხილებენ - რა არის "ტვინდემია" და როგორ უნდა დავიცვათ თავი

ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, მეცნიერები მსოფლიოს ახალი საფრთხის შესახებ აფრთხილებენ. თუ ინფექციის ტალღა ჩვეულებრივი გაციების ან გრიპის სეზონს გადაფარავს, ამან შეიძლება ჯანდაცვის სფეროს მთელი პლანეტის მასშტაბით პრობლემა შეუქმნას და ათობით ან თუნდაც ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს.

ბოლო პერიოდში გაჩნდა ახალი ტერმინი "ტვინდემია", რომელიც ინგლისური სიტყვიდან მომდინარეობს და ტყუპს ნიშნავს. ანუ კორონავირუსისა და გრიპის თანხვედრა. როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, თუ ორი ინფექციის დატყუპება მოხდება, ეს საკმაოდ საყურადღებო იქნება.