loader

“ასე წავიდა თავის დედიკოსთან ერთად“ – ნანგრევებში მოყოლილი 12 წლის მოზარდის წინასწარმეტყველება და უნიკალური ნახატები, რომელსაც ის ქმნიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ასე წავიდა თავის დედიკოსთან ერთად“ – ნანგრევებში მოყოლილი 12 წლის მოზარდის წინასწარმეტყველება და უნიკალური ნახატები, რომელსაც ის ქმნიდა


“როგორ აფერადებდი ფუნჯებით სამყაროს და ერთ წამში გამუქდა ყველაფერი. ეს მცირე ნაწილია შენი ნამუშევრების ჩემო ნიჭიერო დათა“ - წერს სოციალურ ქსელში ლიკა ბოლქვაძე და გარდაცვლილი დათა შომახიას ნახატებს აქვეყნებს.

“დღეს უჩვეულო გამოფენა გვაქვს.
გვინდა გაგაცნოთ 12 წლის ბათუმელი დათა შომახია.
ნიჭიერი მხატვარი, საინტერესო ბიოგრაფიით. ბიჭი ,რომელიც ყველა ჩვენთაგანის ტკივილი გახდა.
იგი ერთ-ერთია, ვინც 26 მაისის ქუჩაზე ცხოვრობდა.
დედასთან ერთად სახლში იმყოფებოდა და ესწრებოდა ონლაინ გაკვეთილებს ამ ავბედით დღეს.
საქართველოს ახალგაზრდული აკადემია უსამძიმრებს დათას ოჯახს, მეგობრებს, კლასელებს. სიტყვებით ვერ გამოიხატება ის მწუხარება, რასაც მომხდარის გამო განიცდის მთელი საქართველო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ კვირაში დაგეგმილი გამოფენები არ გვექნება.
დავით-დათა შომახია. 12 წლის. დაიბადა 2009 წლის 15 აპრილს ქ.ბათუმში.
2015 წლიდან სწავლობდა ქ. ბათუმის N3 საჯარო სკოლაში.
დათა მრავალმხრივ ნიჭიერი იყო.
დადიოდა სტუდია “ანდამატში”,სადაც ეუფლებოდა ხატვას და ძერწვას. აქტიურად მონაწილეობდა გამოფენებში. დაკავებული იყო ცურვით და სწავლობდა გიტარაზე დაკვრას.
2017 წლიდან სწავლობდა ინგლისური ენის ცენტრში. არაერთ საგანმანათლებლო ტურში იღებდა მონაწილეობას. აღებული აქვს უამრავი ჯილდო და სერტიფიკატი.
დათა იყო ღიმილიანი, ნიჭიერი, კეთილი და იუმორით გამორჩეული ბიჭი.“ - აღნიშნულია “Georgian Junior Academy • საქართველოს ახალგაზრდული აკადემიის“ წერილში.

“ასე წავიდა დედიკოსთან ერთად“ - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები, მისი ბოლო ნახატის შესახებ.