loader

“ცივ გონებაზე ვიაზრებ მომხდარის არაეთიკურობას“ - რას წერს ჟურნალისტი, რომელიც საზოგადოების ნაწილმა გააკრიტიკა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ცივ გონებაზე ვიაზრებ მომხდარის არაეთიკურობას“ - რას წერს ჟურნალისტი, რომელიც საზოგადოების ნაწილმა გააკრიტიკა?



საზოგადოების ნაწილის მხრიდან უარყოფითი შეფასება მოჰყვა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს, „ტვ პირველის“ ჟურნალისტის მიერ რამაზ დავლაძესთან ინტერვიუს ჩაწერას.

“ბოდიშს გიხდით. ვუყურე ჩემს თავს და ვიღებ თქვენს კრიტიკას. ცივ გონებაზე ვიაზრებ მომხდარის არაეთიკურობას. ახლა მიწევს მტკიცება არამხოლოდ იმის, რომ გულქვა არ ვარ, არამედ იმისაც, რომ არ არსებობს კომენტარი, რომელიც შვილმკვდარი მამის ისტორიაზე უფრო მნიშვნელოვანია (მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში ჯერ არ იყო ცნობილი არც ცოლის და არც ბავშვების გარდაცვალების შესახებ).

ბოდიშს ვუხდი პირველ რიგში ჭირისუფალს, თუ ჩემი კითხვით ოდნავ მაინც გავუმძაფრე დიდი ტკივილი.
ვუხდი ბოდიშს მაყურებელს და ტვ პირველის გუნდს. მათ ვისაც დღეს მთელი დღეა უწევს ამ ლანძღვის ატანა.“ - წერს ჟურნალისტი.