loader

"ის მოლოდინი, რაც აქციების მიმართ სააკაშვილის მხარდამჭერებს აქვთ, არარეალისტურია" - თამარ ჩერგოლეიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ის მოლოდინი, რაც აქციების მიმართ სააკაშვილის მხარდამჭერებს აქვთ, არარეალისტურია" - თამარ ჩერგოლეიშვილი

თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს. ამის შესახებ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, პოლიტიკური დევნის დასრულების გზად მხოლოდ რეჟიმის დამარცხება მიაჩნია.

"ძალიან სევდიანია ის, რაც დღეს ამ ქვეყანაში ხდება. სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს. თუ მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, მას სამედიცინო დახმარება უნდა აღმოუჩინონ.

სიმართლე გითხრათ, მე არ ვიცი, როგორ უნდა გათავისუფლდეს სააკაშვილი სწრაფად. პოლიტიკური დევნის დასრულების გზად მხოლოდ რეჟიმის დამარცხება მიმაჩნია.

ვფიქრობ, რომ ის მოლოდინი, რაც აქციების მიმართ აქვთ სააკაშვილის მხარდამჭერებს, არარეალისტურია. უახლოეს მომავალში ოპტიმალური ნაბიჯია, რეჟიმის მეორე ტურებში დამარცხება ვცადოთ.

თუ გამოვიდა, ეს იქნება ძალის დემონსტრირება, რამაც შეიძლება ახალი შესაძლებლობები გააჩინოს - მათ შორის, სააკაშვილის გათავისუფლებისთვის.
სხვა, შედარებით რეალისტურ გზას წინ მე ვერ ვხედავ და ვინც ხედავს, მგონია, რომ ან ცდება, ან გატყუებთ", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.