loader

"ბურთი მეჩხირება ყელში ბრაზისგან, როცა წარმოვიდგენ, რომ შენ ბიძინას ციხეში ზიხარ... მე ვამაყობ შენით, როგორც არასდროს" - გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბურთი მეჩხირება ყელში ბრაზისგან, როცა წარმოვიდგენ, რომ შენ ბიძინას ციხეში ზიხარ... მე ვამაყობ შენით, როგორც არასდროს" - გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს

გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს მიმართავს. წერილს სოციალურ ქსელში ეკა ხერხეულიძე აქვეყნებს.

"მიშა, ვიცი, რომ მაგრად და ჯანზე იქნები, ზედმეტს არ მოგწერ. არც შიმშილობის შეწყვეტას გთხოვ, უკეთ იცი შენ. ერთი მინდა გითხრა, რომ ამდენი ხნის თავზე თუ რამე გამაკვირვებდა და აღმაფრთოვანებდა, ეს შენი დაბრუნება იყო. ისტორიული მასშტაბის აქტი მოხიე თან მაგარი სიმსუბუქით. ეს ჩვენი ეროვნული ციხეც ალბათ უნდა გენახა. მოკლედ, ისტორიულ სიმბოლოზმში ყველაფერი ჟანრის წესებით მიდის. აწი ცოტა გაძლებაც უნდა. ეს ხალხიც ნელა, მაგრამ იქოქება. შოკი და დაუჯერებელი იყო ხალხისთვის.

მე ავდგები მალე და იცოდე, სანამ მაქედან არ გამოგიყვან მე სხვა საქმე არ მაქვს. ვერ ვიტან, მძულს ის აზრი, როცა წარმოვიდგენ, რომ შენ ბიძინას ციხეში ზიხარ. ბურთი მეჩხირება ყელში ბრაზისგან.

დანარჩენს მიეხედება. წიგნებს არ გთავაზობ. არ მგონია რომ ჩვენი გემოვნება მანდ დაემთხვეს აბა შენ იცი, იყავი მხნედ და მტკიცედ. მე ვამაყობ შენით, როგორც არასდროს", - წერს გიგი უგულავა.