loader

რა ხდება ამ წუთებში თელავში? - ხალხმრავლობაა კლინიკასთან, სადაც რამდენიმე საათია კორონავირუსზე ტესტირებისთვის რიგში დგანან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში თელავში? - ხალხმრავლობაა კლინიკასთან, სადაც რამდენიმე საათია კორონავირუსზე ტესტირებისთვის რიგში დგანან

თელავის რაიონულ კლინიკასთან რამდენიმე საათია ხალხმრავლობაა. მომლოდინე ადამიანები კორონავირუსზე ტესტირებისთვის დგანან რიგში.

როგორც თვითმხილველმა palitravideo-ს განუცხადა, ხალხმრავლობის გამო რამდენიმე დღის წინ კლინიკას კოვიდტესტების მარაგი ამოეწურა და ისინი თელავის რეფერალურ კლინიკაში გადაამისამართეს.

ბოლო რამდენიმე დღეა კახეთი კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებლით იმერეთის შემდეგ ლიდერობს. ბოლო 24 საათში კახეთში კორონავირუსით ინფიცირების 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.