loader

"ფიქრობს, რომ ეს ყველას დაავიწყდება და თვითონ, "მიშა რომ ბიძინას დაამხობს", რომელიმე ვეზირის ადგილი შეხვდება" - თამარ ჩერგოლეიშვილი გიგი უგულავაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფიქრობს, რომ ეს ყველას დაავიწყდება და თვითონ, "მიშა რომ ბიძინას დაამხობს", რომელიმე ვეზირის ადგილი შეხვდება" - თამარ ჩერგოლეიშვილი გიგი უგულავაზე

"ისე ძალიან რომ გინდა სიმძიმის ცენტრის გარშემო ძუნძული, რომ ხალხს კორონას გადადების საფრთხეს შეუქმნი. ეგეთი პოლიტიკოსები უნდა ავირჩიოთ, ბევრი", - ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ აქციაზე გიგი უგულავას მისვლას ეხმაურება.

ჩერგოლეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ გიგი უგულავას თავისი ახლო გარემოცვისნაირი ჰგონია ამომრჩეველი.

"ფიქრობს, რომ ეს ყველას დაავიწყდება და თვითონ, "მიშა რომ ბიძინას დაამხობს", რომელიმე ვეზირის ადგილი შეხვდება. ხალხი ბიდლოა, ყველაფერს დაივიწყებს - ასე ხედავს ამომრჩეველს - თავისი ახლო გარემოცვისნაირი ჰგონია ამომრჩეველი", - წერს ჩერგოლეიშვილი.

7 ოქტომბერს გიგი უგულავამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა. დღეს პოლიტიკოსმა განმარტა, რომ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა, გუშინ ხალხთან ერთად ყოფილიყო აქციაზე.

"სიმპტომები აღარ მაქვს, აღარც გადამდები ვარ, სწრაფმა ტესტმაც უარყოფითი აჩვენა და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვიტე ვყოფილიყავი აქციაზე, ხალხთან ერთად", - აღნიშნა უგულავამ.