loader

ვიდეო, სადაც კაცმა ლიანდაგზე მიბმული ძაღლი მატარებლისგან გადაარჩინა - ყალბი აღმოჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიდეო, სადაც კაცმა ლიანდაგზე მიბმული ძაღლი მატარებლისგან გადაარჩინა - ყალბი აღმოჩნდა

2021 წლის სექტემბერში "ტიკ-ტოკზე" გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ადამიანი საკუთარი სიცოცხლის ნაცვლად, ლიანდაგზე მიბმულ ძაღლს მატარებლის გადავლისგან იხსნის. ვიდეომ მილიონობით ნახვა და მოწონება დააგროვა, ბიჭი კი გმირად "შერაცხეს".

უდიდესი პოპულარობის გამო სხვადასხვა მედიაწარმომადგენელი დაინტერესდა ვიდეოს ნამდვილობით. პლატფორმა snopes.com-ი, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებით არის დაკავებული, ადასტურებს, რომ აღნიშნული ვიდეო არის ყალბი. 

Snopes-ის დასკვნით, ბიჭმა ჯერ ლიანდაგზე მიმავალი მატარებლის კადრი გადაიღო, შემდეგ კი - როგორ ხსნიდა ლიანდაგზე მიბმულ თოკს. მონტაჟის დროს კი ორივე კადრი გააერთიანა.

ასევე, პლატფორმის თქმით, ვერ ხერხდება ბიჭის იდენტიფიცირება და ადგილობრივებსაც არ სმენიათ მსგავსი ინციდენტის შესახებ.