loader

საბურთალოზე მოკლული ქალის ადვოკატის პირველი კომენტარი - "ძალიან ბედნიერი იყო, რომ ბავშვს მამა ჰყავდა და ერთად ცხოვრობდნენ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საბურთალოზე მოკლული ქალის ადვოკატის პირველი კომენტარი - "ძალიან ბედნიერი იყო, რომ ბავშვს მამა ჰყავდა და ერთად ცხოვრობდნენ"

გუ­შინ, გვი­ან ღა­მით, თბი­ლის­ში, გა­ზა­ფხუ­ლის ქუ­ჩა­ზე მკვლე­ლო­ბა მოხ­და - ახალ­გაზ­რდა ქალს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლეს. ად­გილ­ზე მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­დნენ კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 108-ე, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით აქვს და­წყე­ბუ­ლი. მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რად­გან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს დამ­ნა­შა­ვე არ ჰყავთ და­კა­ვე­ბუ­ლი. მისი დად­გე­ნის მიზ­ნით სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

გარ­დაც­ვლი­ლი ქალი გა­ზა­ფხუ­ლის ქუ­ჩა­ზე ქი­რით ცხოვ­რობ­და. ის ანას­ტა­სია შა­ტა­ლო­ვაა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვის წინ ბა­თუმ­ში ერთ-ერთ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს უჩი­ო­და იმის გამო, რომ მა­მა­კა­ცი მას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ერ­თო შვი­ლის ნახ­ვას უკ­რძა­ლავ­და.

სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ მკვლე­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა ბა­თუ­მის ყო­ფი­ლი ვიცე-მე­რის, ზუ­რაბ ბე­რი­ძის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ცოტა ხნის წინ და­ი­წყეს.

ვიდეო: "ტვ პირველი"