loader

ცნობილი ხდება ანას­ტა­სია შა­ტა­ლო­ვას მკვლე­ლო­ბის საქ­მის ახალი დეტალები - "სა­ვა­რა­უ­დოდ, საქ­მე დაკ­ვე­თილ მკვლე­ლო­ბას­თან გვაქვს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილი ხდება ანას­ტა­სია შა­ტა­ლო­ვას მკვლე­ლო­ბის საქ­მის ახალი დეტალები - "სა­ვა­რა­უ­დოდ, საქ­მე დაკ­ვე­თილ მკვლე­ლო­ბას­თან გვაქვს"

ანას­ტა­სია შა­ტა­ლო­ვას მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი სამი პირი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გუ­შინ სა­ღა­მოს და­ა­კა­ვეს და ოფი­ცი­ა­ლურ ბრალს, სა­ვა­რა­უ­დოდ, დღეს წა­რუდ­გე­ნენ. სა­მი­ვე პირი წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში იმ­ყო­ფე­ბა.

ად­ვო­კა­ტე­ბის თქმით, არც ერთი მათ­გა­ნი და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს. რო­გორც გა­ირ­კვა, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი გლ­დან­ში, ვინ­მე ჯა­ბა­ე­ვის სახ­ლში იმა­ლე­ბოდ­ნენ.

და­კა­ვე­ბუ­ლია ბი­ნის მე­პატ­რო­ნე ჯა­ბა­ე­ვი, ბი­ძი­ნა ხა­სია, რომ­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლი­თაც და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ და ასე­ვე, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ბექა ლა­ტა­რია. სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ მან ეს­რო­ლა ია­რა­ღი­დან რამ­დენ­ჯერ­მე ანას­ტა­სია შა­ტა­ლო­ვას. რა გახ­და ახალ­გაზ­რდა ქა­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი, ჯერჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, თუმ­ცა, ერთ-ერთი ვერ­სი­ი­ით, მკვლე­ლო­ბა დაკ­ვე­თი­ლია და გა­მო­ძი­ე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს.

AMBEBI.GE-სთვის ცნო­ბი­ლი გახ­და ანას­ტა­სია შა­ტა­ლო­ვას მკვლე­ლო­ბის საქ­მის დე­ტა­ლე­ბი.

რო­გორც სან­დო წყა­რო გვიყ­ვე­ბა, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბის კვალს სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მი­აგ­ნეს და ისი­ნი ჯა­ბა­ე­ვის ბი­ნა­ში აიყ­ვა­ნეს.

"ლა­ტა­რია დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს. ბი­ნის მე­პატ­რო­ნე (ჯა­ბა­ე­ვი) ამ­ბობს, რომ საქ­მის ირ­გვლივ არა­ფე­რი იცის. რაც შე­ე­ხე­ბა ხა­სი­ას, მას უთ­ქვამს, რომ მან ამ საქ­მის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და, ლა­ტა­რი­ამ მძღო­ლად წა­მიყ­ვა­ნაო.

სა­ვა­რა­უ­დოდ, მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა უნდა იყოს და საქ­მე დაკ­ვე­თილ მკვლე­ლო­ბას­თან გვაქვს. გა­მო­ძი­ე­ბა ამ კუ­თხით უფრო აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს. ბე­რი­ძემ კი თქვა, 6 თვეა არ მი­ნა­ხავს შა­ტა­ლო­ვაო, მაგ­რამ ეს ბევ­რს არა­ფერს ნიშ­ნავს. ყო­ფი­ლი ვიცე-მერი და­კი­თხუ­ლია და მისი ბი­ნი­დან ამო­ღე­ბუ­ლია ტექ­ნი­კა. რე­ა­ლუ­რი კვა­ლი ჯერ არ მი­დის დამ­კვე­თამ­დე, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბა ერთ-ერთ ვერ­სი­ად ბა­თუ­მის თე­მას ვა­რა­უ­დობს. ამ ეტაპ­ზე სხვა მო­ტი­ვი არ იკ­ვე­თე­ბა" - უყ­ვე­ბა AMBEBI.GE-ს წყა­რო.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბის სა­ვა­რა­უ­დო შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ბექა ლა­ტა­რი­ამ და­კა­ვე­ბი­სას ლა­მის 6 ოპერ­მუ­შა­კის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა. მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილ­მა მათი მი­მარ­თუ­ლე­ბით გახ­სნი­ლი "ლი­მონ­კა" გა­ა­გო­რა ოთახ­ში, თუმ­ცა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, კა­ლი­ცო­გა­მო­ღე­ბუ­ლი ხელ­ყუმ­ბა­რა არ აფეთ­ქდა.