loader

"სააკაშვილი მოტყუვდა, ისეთმა ვიღაცამ შემოიტყუა საქართველოში, ვისაც ენდობოდა..." - მამუკა არეშიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სააკაშვილი მოტყუვდა, ისეთმა ვიღაცამ შემოიტყუა საქართველოში, ვისაც ენდობოდა..." - მამუკა არეშიძე

ანალიტიკოსის, უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის, მამუკა არეშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან მოტყუვდა, საქართველოში რომ ჩამოვიდა. ამის შესახებ ანალიტიკოსმა "კვირის პალიტრას" განუცხადა.

მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში ისეთმა ვიღაცამ შემოიტყუა, ვისაც ენდობოდა.

"სააკაშვილს რევოლუცია, უფრო სწორად, რევანში ძალიანაც უნდა, მაგრამ სხვა საკითხია, როგორ განვითარდება მოვლენები. ძალიან მოტყუვდა, საქართველოში რომ ჩამოვიდა. მართალია, მისი თანაგუნდელები ცდილობენ, სააკაშვილის მცდარი ნაბიჯი გაამართლონ და ჰეროიკული ფორმა შესძინონ, მაგრამ სინამდვილეში მოტყუვდა, ვიღაცამ შეაცდინა. ისეთმა ვიღაცამ შემოიტყუა, ვისაც ენდობოდა", - ამბობს მამუკა არეშიძე.