loader

"ძმები ახალაიები დემარშს აპირებდნენ, შაშკინმა ეს ამბავი ამერიკის ელჩს შეატყობინა, იმან მიშას დაურეკა და ატყდა ერთი ამბავი" - მამუკა არეშიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძმები ახალაიები დემარშს აპირებდნენ, შაშკინმა ეს ამბავი ამერიკის ელჩს შეატყობინა, იმან მიშას დაურეკა და ატყდა ერთი ამბავი" - მამუკა არეშიძე

"ძმები ახალაიები დემარშს აპირებდნენ, შაშკინმა ეს ამბავი ამერიკის ელჩს შეატყობინა, იმან მიშას დაურეკა და ატყდა ერთი ამბავი", - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა მამუკა არეშიძემ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა.

არეშიძის თქმითვე, მას სურს, რომ საზოგადოებამ დაინახოს, თუ რა გარდაუვალი იყო კოაბიტაცია.

"მე ვიცი, რა ტიპის ზეწოლა იყო დასავლეთიდან "ქართულ ოცნებაზე" იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეზღუდულიყო "ნაციონალური მოძრაობის" სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება. თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი. მე ამიტომ ვახსენებ ხშირად კოაბიტაციის მახინჯ ფორმას, თორემ კოაბიტაცია თავისთავად გარდაუვალი იყო. სხვათა შორის, კულუარული შეხვედრებისას ჩვენ ხშირად ვსაყვედურობთ დასავლელ პარტნიორებს, ახლა რომ ცდილობთ სამოქალაქო დაპირისპირების ჩაცხრობას, ამაზე მაშინ უნდა გეფიქრათ, როდესაც ტანსაცმელშემოხეულები ითხოვდით "ნაციონალური მოძრაობის" ხელშეუხებლობას-მეთქი.

კონგრესმენები შახინი და რიში მართალს ამბობენ, ნამდვილად კატეგორიულად მოსთხოვეს სააკაშვილს ხელისუფლების გადაბარება, მაგრამ "ქართული ოცნებისგანაც" მოითხოვდნენ, რომ ლოიალურები ყოფილიყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დანაშაულების მიმართ. სხვათა შორის, დიმიტრი შაშკინმა რაღაც მომენტში ქვეყანა სიტუაციის არევას გადაარჩინა, თორემ ძმები ახალაიები დემარშს აპირებდნენ. შაშკინმა ეს ამბავი ამერიკის ელჩს შეატყობინა, იმან მიშას დაურეკა და ატყდა ერთი ამბავი. ამ ყველაფერს იმიტომ გიყვებით, რომ მინდა საზოგადოებამ დაინახოს, თუ რა გარდაუვალი იყო კოაბიტაცია, თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი. ასეთი ტოტალური შენდობა არ შეიძლება, მით უფრო მაშინ, როდესაც დამნაშავე დანაშაულს ვერ იაზრებს და უფრო მეტიც, სიტუაციას ამძაფრებს", - ამბობს არეშიძე.