loader

"ჩავვარდი შოკში, ახლა პატრული მყავს გამოძახებული" - რა მოხდა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩავვარდი შოკში, ახლა პატრული მყავს გამოძახებული" - რა მოხდა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში

გოგელიას კლინიკაში მისული მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მაგივრად c ვიტამინი გაუკეთეს.

როგორც ისინი აღნიშნავენ, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაში მათ თანხა გადახდილი ჰქონდათ.

როგორც ერთ-ერთი მოქალაქე „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, კლინიკაში აცრა გაუკეთეს ბავშვსაც და ონკოლოგიურ პაციენტესაც. მისი ინფორმაციით, დაახლოებით 35 პირს გაუკეთეს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მაგივრად ც ვიტამინი. როგორც ისინი „ინტერპრესნიუსთან" აღნიშნავენ, ადგილზე იმყოფებოდა კრიმინალური პოლიციაც.

როგორც კლინიკასთან მყოფი მოქალაქეები აღნიშნავენ, პოლიციამ გამოკითხვაზე რამდენიმე პირი გადაიყვანა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით კლინიკაში კომენტარი არ გაკეთებულა.

"მეგობრებო, ამ კლინიკაში არც გაბედოთ მისვლა,  ისედაც შეუჩერებენ საქმიანობას. ვაქსიგრიპზე (სეზონური გრიპის ვაქცინით) აცრაზე ჩავწერე შვილი და დედა. დიდი ისტორიაა, როგორ, მაგრამ მივაკვლიეთ, რომ ვაქცინის მაგივრად ბავშვს და დედას გაუკეთეს "ც" ვიტამინი.

ავიღე ეჭვი,  რადგან საბუთი და ყუთი არ მანახეს და როცა ბავშვის აცრა გადავიფიქრე, უცებ აუწიეს ხელი და დაარჭეს ნემსი. ჩავვარდი შოკში და ავტეხე ამბავი, მივყევი ბოლომდე, ჩავრთე მთელი თბილისი, ჩემი ქმარი შევარდა და აღიარეს, რომ აცრეს "ც" ვიტამინით :((( ფულის გაკეთების მიზნით ითაღლითეს. ერთ ვაქცინაში 75 ლარი გადავიხადეთ. პატრული გვყავს გამოძახებული. აცრა გააკეთა თაღლითმა და ვითომ იმუნოლოგმა ვინმე გიორგი ჩანდლერმა, რომელმაც ჩემი ქმრის დაჟინებული მოთხოვნით აღიარა დანაშაული და გაიქცა უკანა კარიდან, ხალხი აცრა "ც" ვიტამინით…" - წერს თათა დვალიშვილი.