loader

"რა "ჰეროინი", ხო არ უბერავ? "ლომკაში" დამიჭირეს... შენი დედა მო****ნ" - ხმაური და დაპირისპირება ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულების პროცესზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რა "ჰეროინი", ხო არ უბერავ? "ლომკაში" დამიჭირეს... შენი დედა მო****ნ" - ხმაური და დაპირისპირება ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულების პროცესზე

ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებული ბექა ლატარია მოსამართლემ სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც ბრალდებულმა პროკურორ მიხეილ ჩხეიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ბექა ლატარიას გაღიზიანება პროკურორის შუამდგომლობას მოჰყვა, როცა ის ერთ-ერთი ბრალდებულის მხრიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობაზე საუბრობდა.

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ 3 პირს - ბექა ლატარიას, ბიძინა ხასიას და ლევან რაჯავას, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ცნობისთვის, ანასტასია შატალოვა თბილისში, საბურთალოზე, 18 ოქტომბერს მოკლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავა დააკავეს. ბექა ლატარიას ბრალი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მუხლით აქვს წარდგენილი. ბიძინა ხასიას გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას, პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობას და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. ლევან რაჯავას გამოძიება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ნარკოტიკულო საშუალებების შეძენა-შენახვას ედავება.