loader

"ძალიან მეშინია ხოლმე ამ სიტყვის, მაგრამ... დადგება დრო, ვერცერთი ვერ გადავრჩებით" - ლევან რატიანი სამედიცინო კოლაფსს პროგნოზირებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალიან მეშინია ხოლმე ამ სიტყვის, მაგრამ... დადგება დრო, ვერცერთი ვერ გადავრჩებით" - ლევან რატიანი სამედიცინო კოლაფსს პროგნოზირებს

ლევან რატიანი არ გამორიცხავს, რომ თუკი ვირუსის გავრცელების მასშტაბები იმ ტემპით გაგრძელდა, როგორი მაჩვენებელიც ყოველდღიურად ფიქსირდება, ქვეყანას საექიმო რესურსი აღარ დარჩება.

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი შიშობს, რომ ეპიდვითარებას რესურსი ვერ გაუძლებს და ქვეყანა კოლაფსის წინაშე დადგება.

"თუ არ იქნა ვაქცინაცია მასიური, ვერ წარმოიშობა სამწუხაროდ პოპულაციური იმუნიტეტი. ამიტომ სულ გვექნება პერიოდი აღმავალი პიკი და დაღმავალი. რომ არ მოხდეს ტალღისებურად ინფექცია, არ მიიღოს ამან, რასაც ჰქვია, სპორადული ხასიათის ინფექცია, ჯერ ამაზე ლაპარაკი შორსაა, თუმცა ამიტომ უნდა მოხდეს ინფექციის ლიკვიდაცია".