loader

"როგორ გძინავთ ანტივაქსერებო?! თქვენს სინდისზეა ამდენი გარდაცვლილი და მგლოვიარე ოჯახი, თქვენი მიზეზით გაჩერდა ცხოვრება" - საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"როგორ გძინავთ ანტივაქსერებო?! თქვენს სინდისზეა ამდენი გარდაცვლილი და მგლოვიარე ოჯახი, თქვენი მიზეზით გაჩერდა ცხოვრება" - საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი ქეთი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში ანტივაქსერებს მიმართავს.

"ბუსტერ დოზაზე ჩასაწერად რომ დავრეკე, 28-ში შემომთავაზეს, ისეთი ტაციობა ყოფილა ტრუსოში. ასე იქნება პარიზის სხვა დიდ საავადმყოფოებშიც. მივდექი, მოვდექი და ვიპოვე ადგილი, დღეს მიწევს დამცავი ფარის გამაგრება ჩემსა და სიკვდილს შორის!

თქვენ როგორ გძინავთ ანტივაქსერებო?! აქამდე როგორღაც მეცოდებოდა შეცდომაში შეყვანილი და დაშინებული ხალხი. სრული ავტორიზაციის მერეც რომ აგრძელებთ ამ შავ სტატისტიკას ქვეყანაში, თქვენს გულგრილობას კარგი ადამიანები ეწირებიან, თქვენს სინდისზეა ამდენი გარდაცვლილი და მგლოვიარე ოჯახი, თქვენი მიზეზით გაჩერდა ცხოვრება, ბავშვები სკოლაში ვერ დადიან, მათი რიცხვი იზრდება ჰოსპიტალიზებულთა შორის, ეს ნორმალურია?!.. მართლა როგორ გძინავთ, სინდისი სულ არ გაწუხებთ?!" - წერს ქეთი ლობჟანიძე.