loader

"რას წარმოვიდგენდით, რომ ნიკო სისასტიკეს დამორჩილებული ადამიანების მსხვერპლი გახდებოდა... მკვლელების ნაცვლადაც ვლოცულობ" - თბილისში მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედის წერილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რას წარმოვიდგენდით, რომ ნიკო სისასტიკეს დამორჩილებული ადამიანების მსხვერპლი გახდებოდა... მკვლელების ნაცვლადაც ვლოცულობ" - თბილისში მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედის წერილი

"რას წარმოვიდგენდით, რომ ნიკო სისასტიკეს დამორჩილებული ადამიანების მსხვერპლი გახდებოდა... მკვლელების ნაცვლადაც ვლოცულობ" - თბილისში მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედის წერილი
ხვალ 22 წლის ახალ­გაზ­რდის, ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბი­დან 40 დღე გავა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გარ­დაც­ვლი­ლის დე­დის, იზა ომა­ძის წე­რი­ლი ვრცელ­დე­ბა.

"გავ­კად­ნი­ერ­დე­ბი და ლოც­ვით შე­მო­გე­ვედ­რე­ბი ღვთის­მშო­ბე­ლო. 40 დღე გა­დის და ხვალ ჩემი ნიკო ღვთის მო­ში­ში, ერ­თგუ­ლი და ღირ­სე­უ­ლი შვი­ლი ზე­ცა­ში სა­მუ­და­მო სამ­ყო­ფელს და­იმ­კვიდ­რებს. შე­ი­ფა­რე მისი შე­ურყვნე­ლი სული, უწინმძღვრე და მო­უ­შუ­შე ნა­ი­ა­რე­ბი, სით­ბო და მფარ­ვე­ლო­ბა არ მო­აკ­ლო, 22 წელი სიყ­ვა­რულ­სა და სით­ბო­ში გაზ­რდილ შვილს მხო­ლოდ ღმერ­თის, ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რულს, თა­ნად­გო­მას და მე­გობ­რო­ბას ვას­წავ­ლი­დით.

რას წარ­მო­ვიდ­გენ­დით, რომ ასე­თი ნიკო ეშ­მა­კის მიერ დაბრმა­ვე­ბუ­ლი, და­მო­ნე­ბუ­ლი, წა­ქე­ზე­ბუ­ლი, სი­სას­ტი­კეს, ბო­რო­ტე­ბას და შურს და­მორ­ჩი­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მსხვერ­პლი გახ­დე­ბო­და.

მკვლე­ლე­ბის ნაც­ვლა­დაც ვლო­ცუ­ლობ და შე­მოგ­ვედ­რებთ, გთხოვ, სი­ნა­ნუ­ლი მი­მად­ლე, იმ საბ­რა­ლო, ბო­რო­ტე­ბით დაბრმა­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს, სი­ნა­ნუ­ლი მი­მად­ლე მათ დე­დებს, რომ­ლებ­მაც შვი­ლებს სიყ­ვა­რუ­ლი ვერ ას­წავ­ლეს. სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებ, ჩემი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში რა­ი­მე ფორ­მით მო­ნა­წი­ლე ოჯა­ხებ­საც,

ვწუხ­ვარ, ნამ­დვი­ლად ვწუხ­ვარ, რომ თქვე­ნი გუ­ლე­ბი­დან სი­კე­თე, სიყ­ვა­რუ­ლი გან­დევ­ნეთ! თქვე­ნი გან­მსჯე­ლი ამ­ქვეყ­ნად კა­ნო­ნი და ზე­ცა­ში ღმერ­თია!

ნიკო, შენი მშობ­ლე­ბი მა­რა­დი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის ვემ­ზა­დე­ბით! ახლა შენ გვას­წავ­ლი და გვზრდი, ჩემო ან­გე­ლო­ზო, რად­გან ისევ გავ­ხდეთ შენ­თან შეხ­ვედ­რის ღირ­სი! ღვთის­მშო­ბელს და იესო ქრის­ტეს ება­რე­ბო­დე დე! ღვთის­მშო­ბე­ლო მა­რი­ამ, ზე­ცა­ში ნი­კოს გა­ბა­რებ, ამ­ქვეყ­ნად კი ყვე­ლას შვი­ლი და­უ­ლო­ცე და შენი კალ­თა გა­და­ა­ფა­რე!", - იზა ომა­ძე.

ცნო­ბის­თვის, ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას თბი­ლის­ში, ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე თავს და­ესხნენ და მის მი­მართ 10-ზე მეტი გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. 22 წლის ახალ­გაზ­რდა მომ­ხდა­რი­დან მე­ო­რე დღეს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მკვლე­ლო­ბა მა­ლე­ვე გახ­სნა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნისრტომ, თუმ­ცა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­მალ­ვა­ში იყ­ვნენ. პო­ლი­ცი­ამ აკო ჭე­ლი­ძე და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე წყნეთ­ში, ერთ-ერთ აგა­რაკ­ზე აიყ­ვა­ნა.

მომ­ხდა­რი ფაქ­ტის შემ­დეგ მე­დი­ა­ში იწე­რე­ბო­და, რომ მკვლე­ლო­ბა შუ­რის­ძი­ე­ბის მი­ტო­ვით მოხ­და. ერთ-ერთი ვერ­სი­ით კვა­რა­ცხე­ლია, მა­მა­ზე, ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურდ გია კვა­რა­ცხე­ლი­ა­ზე შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით მოკ­ლეს. შემ­კვე­თე­ბად 20 წლის წინ მოკ­ლუ­ლი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის", და­ვით კა­კუ­ლი­ას შვი­ლე­ბი სა­ხელ­დე­ბი­ან.

ნიკა კვა­რა­ცხე­ლია ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობ­და, ის პლატ­ფორ­მა Feedc-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია.