loader

"შოკურ მდგომარეობაში ვიყავი, ცრემლიც კი გამიშრა; ვკიოდი, ბავშვები გადამირჩინეთ-მეთქი" - მარტოხელა დედას, რომელიც შვილებს სხვისი სახლების დალაგებით არჩენს, ნაქირავები ბინა დაეწვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შოკურ მდგომარეობაში ვიყავი, ცრემლიც კი გამიშრა; ვკიოდი, ბავშვები გადამირჩინეთ-მეთქი" - მარტოხელა დედას, რომელიც შვილებს სხვისი სახლების დალაგებით არჩენს, ნაქირავები ბინა დაეწვა

25 წლის ლალი გოზალიშვილს მაყურებელი კარგად იცნობს. ის ორ მცირეწლოვან შვილს მარტო ზრდის. მეუღლემ როცა გაიგო, რომ მეორე შვილს ელოდებოდნენ, მიატოვა. ლალი სრულიად მარტო დარჩა. მან თბილისში ბინა იქირავა და შვილებს ბინების დალაგებით არჩენდა, ბავშვების მოვლაში კი ბებია ეხმარებოდა.

როცა ლალი ფიქრობდა, რომ ცოტა ამოისუნთქა და სტაბილური სამსახურიც იშოვა, განვადებით სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი შეიძინა. ამბობს, რომ ყველანაირად ცდილობდა, მისი შვილების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვლილიყო. 1 თვის წინ ბანკიდან სესხი გამოიტანა და ახალი ავეჯი შეიძინა, თუმცა მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა. ლალი რამდენიმე დღის წინ მძიმე განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. როცა ის სამსახურში იყო, ბავშვები კი ბებიასთან იმყოფებოდნენ, სახლში ხანძარი გაჩნდა და ნაქირავები ბინა, სადაც შვილებთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობდა, დაიწვა.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ მითითებულ ანგარიშის ნომრებზე:

➡ საქართველოს ბანკი  #GE72BG0000000161529831 მიმღები ლალი გოზალიშვილი
➡ თიბისი ბანკი  #GE73TB7148545064300031 მიმღები ლალი გოზალიშვილი

პირადი ნომერი 24001046538