loader

"ჩავატარე ასეთი ექსპერიმენტი..." - რა უთხრა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩავატარე ასეთი ექსპერიმენტი..." - რა უთხრა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ?

"მიხეილ სააკაშვილი ჭამს და კანფეტებს იღებს, ეს არის აბსურდი. მე დღეს ასეთი ექსპერიმენტი ჩავატარე: ვთხოვე, ჩემთვის ეჩვენებინა ის, თუ რას იღებს. მეტიც, მან გადმომაწოდა ეს ტაბლეტი. მე, რა თქმა უნდა, გარეთ არ გამომიტანია იმიტომ, რომ შიდა განაწესის დარღვევა იქნებოდა. ეს არის ვალიდოლის ზომის ტაბლეტი, რომელსაც აქვს ცარცის საკმაოდ უსიამოვნო გემო. თუ ეს ჭამაა, მაშინ მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას", მოშიმშილე ქვეყანაში ქამრები შემოიჭიროს და თვითონაც ასეთ კვებაზე გადავიდეს", - ამის შესახებ ადვოკატმა ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.