X
ვრცელდება ნიკა კვარაცხელიას 16 წლის დის ემოციური წერილი - "უშე­ნოდ სი­ცო­ცხლე არა­ფე­რია, მხო­ლოდ ტან­ჯვა და აგო­ნია"
12:43 / 28-10-2021
ვე­რა­ზე სას­ტი­კად მოკ­ლუ­ლი 22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 40 დღე გა­ვი­და. "სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში" ქვეყ­ნდე­ბა ნი­კას დის, 16 წლის კატო კვა­რა­ცხე­ლი­ას წე­რი­ლი. რო­გორც გო­გო­ნა წერს, მას სურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას უკე­თე­სად გა­აც­ნოს, რე­ა­ლუ­რად ვინ იყო და რას წარ­მო­ად­გენ­და მისი ძმა.

"მე­გობ­რებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ზე მო­ყო­ლა მთხო­ვეს, იმ ქვეყ­ნის შე­სა­ხებ, სა­ი­და­ნაც ვარ. უნ­დო­დათ მეტი სცოდ­ნო­დათ ის­ტო­რი­ა­ზე, ენა­სა და ხალ­ხზე. მე სულ სი­ა­მოვ­ნე­ბით ვლა­პა­რა­კობ­დი მდი­დარ­სა და გან­სა­კუთ­რე­ბულ ქარ­თულ კულ­ტუ­რა­ზე, გა­მორ­ჩე­ულ სამ­ზა­რე­უ­ლო­ზე, სა­ო­ცარ მთი­ან პე­ი­ზა­ჟებ­სა და ჩვენს უც­ნა­ურ, მაგ­რამ სა­ო­ცარ ენა­ზე. ჩემ­თვის ხომ სა­ქარ­თვე­ლო სულ ხა­ლი­სი­თა და ნოს­ტალ­გი­ით სავ­სე, მომ­ნუს­ხვე­ლი ქვე­ყა­ნა იყო, დღეს კი ის სის­ხლით მორ­წყუ­ლი მი­წის ნაგ­ლე­ჯი გახ­და ჩემ­თვის, სა­დაც ჩემი ძმა შე­უბ­რა­ლებ­ლად მოკ­ლეს. რა­ტომ იყე­ნე­ბენ ჩვენს უც­ნა­ურ­სა და სა­ო­ცარ ენას, ტყუ­ი­ლე­ბის გა­სავ­რცე­ლებ­ლად? რა­ტომ ცდი­ლო­ბენ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის უდა­ნა­შა­უ­ლოდ წარ­მო­ჩე­ნას? რა­ტომ აი, რა­ტომ? არ მინ­და, ჩვე­ნი მშვე­ნი­ე­რი, მთი­ა­ნი პე­ი­ზა­ჟე­ბი უდა­ნა­შა­უ­ლო ხალ­ხის სის­ხლმა და­ფა­როს. არც ის მინ­და, ჩვენს მდი­დარ­სა და გან­სა­კუთ­რე­ბულ კულ­ტუ­რას ჩირ­ქი მოს­ცხოს ზო­გი­ერ­თი ახალ­გაზ­რდა ბი­ჭის სას­ტიკ­მა, წინ­და­უ­ხე­დავ­მა საქ­ცი­ელ­მა. ძა­ლი­ან მი­ჭირ­და იმის გა­აზ­რე­ბა, რომ ნიკო აღარ მყავ­და!

სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბი, სოცქსე­ლე­ბი, ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი უკვე 40 დღეა გა­უ­ჩე­რებ­ლად წერ­დნენ ნი­კო­ზე, სა­დაც ჩემს ძმას დი­დე­ბულ ადა­მი­ა­ნად მო­იხ­სე­ნებ­დნენ, მაგ­რამ მე მინ­და იცო­დეთ, ვინ იყო ნიკო. იგი უფრო მეტს წარ­მო­ად­გენ­და, ვიდ­რე ჭკვი­ან, ახალ­გაზ­რდა ბიზ­ნეს­მენს. ის იყო ჩემი გმი­რი. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქონ­და, დიდი პრობ­ლე­მე­ბი მქონ­და თუ პა­ტა­რა, აუ­ცი­ლებ­ლად მე­ტყო­და: „ნუ ღე­ლავ, გა­მო­სა­ვალს მოვ­ძებ­ნით“, და ყვე­ლა ძა­ლას იხ­მარ­და, რომ მა­შინ­ვე გა­და­ეჭ­რა. მას ჰქონ­და უნა­რი, ნე­ბის­მი­ე­რი მღელ­ვა­რე­ბა გა­ე­ქარ­წყლე­ბი­ნა. უდა­ვოა, ჩემი ძმა ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი მო­ტი­ვა­ცია იყო, უდი­დეს პა­ტივს ვცემ­დი. ის უშ­რეტ ენერ­გი­ას ას­ხი­ვებ­და, მას­თან დრო­ის გა­ტა­რე­ბა კი ერთი სი­ა­მოვ­ნე­ბა იყო. იყო დრო, როცა ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი მი­ზა­ნი დავ­კარ­გე, მო­ტი­ვა­ცია გა­მიქ­რა და ცუდი ფიქ­რე­ბის ზღვა­ში ვი­ძი­რე­ბო­დი; ეს იყო იმ არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის ნა­ყო­ფი, რო­მე­ლიც ჩემს ოჯახს და­აწ­ვა მხრებ­ზე.

მარ­თა­ლია, მშობ­ლე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, რომ უზ­რუნ­ვე­ლად ვი­ცხოვ­როთ, მაგ­რამ გა­უ­თა­ვებ­ლად ვიც­ვლით ქვეყ­ნებს. ამ დრო­ის­თვის ოთხი სკო­ლა და სახ­ლი შე­ვიც­ვა­ლე, სათ­ვა­ლა­ვი ამე­რია. რო­დე­საც ნი­კომ ჩემი გა­სა­ჭი­რის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო, ოთახ­ში შე­მო­ვი­და და დიდ­ხანს ვი­სა­უბ­რეთ. ზუს­ტი დე­ტა­ლე­ბი არ მაქვს, ეს ყვე­ლა­ფე­რი ხომ სამი წლის წინ მოხ­და, მაგ­რამ ზუს­ტად ვიცი, ბო­ლოს სირ­ცხვი­ლი და უხერ­ხუ­ლო­ბა ვიგ­რძე­ნი. ნიკო და­მეხ­მა­რა იმის აღ­მო­ჩე­ნა­ში, რომ ცხოვ­რე­ბა უფრო დი­დია, ვიდ­რე ჩვე­ნი ცუდი ფიქ­რე­ბი, სკო­ლა, ნიშ­ნე­ბი და უცხო ხალ­ხის აზ­რე­ბი. ვუს­მენ­დი მის ლა­პა­რაკს და მრცხვე­ნო­და, რომ მზად ვი­ყა­ვი, ასე მარ­ტი­ვად დავ­ნე­ბე­ბო­დი. ნი­კომ მას­წავ­ლა, რომ ცხოვ­რე­ბა არ არის წყევ­ლა, ის არის სა­ჩუქ­რად მი­ღე­ბუ­ლი შან­სი, რომ­ლი­თაც რა­ღაც დი­დე­ბულს შევ­ქმნი. ნი­კოს ყო­ველ სტუმ­რო­ბა­ზე ასე მე­გო­ნა, სახ­ლში ბედ­ნი­ე­რე­ბის დი­დე­ბულ­მა ტორ­ნა­დომ ჩა­მო­იქ­რო­ლა. ის გა­უ­თა­ვებ­ლად გვი­ზი­ა­რებ­და თა­ვის იდე­ებ­სა და ახალ ინ­ტე­რე­სებს. ხში­რად დავ­ცი­ნო­დი, იმი­ტომ, რომ ყო­ველ მოს­ვლა­ზე ახა­ლი აკ­ვი­ა­ტე­ბა ჰქონ­და. პა­ტა­რა­ო­ბი­დან ასე­თი იყო: რა­ღა­ცას მი­აგ­ნებ­და - აპ­ლი­კა­ცი­ას, წიგნს, ბრენ­დს, ნა­ხატს, ნე­ბის­მი­ერ რა­მეს (ამ სი­ტყვის პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით) დიდ­ხანს იკ­ვლევ­და და გა­უ­თა­ვებ­ლად ლა­პა­რა­კობ­და, სა­ნამ შენც თა­ვი­სე­ბუ­რად არ და­გა­ინ­ტე­რე­სებ­და. მო­ყო­ლის მარ­თლაც გა­სა­ო­ცა­რი ნიჭი ჰქონ­და, თით­ქოს ჰიპ­ნოზს გი­კე­თებ­და: ეს გახ­ლდათ მისი ერთ-ერთი დი­დე­ბუ­ლი თვი­სე­ბა, რომ­ლი­საც ყო­ველ­თვის მშურ­და. ლა­პარა­კი ბევ­რს შე­უძ­ლია, არც ინ­ტე­რე­სე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა ეშ­ლე­ბათ, მაგ­რამ ნი­კოს შე­ეძ­ლო მსმე­ნე­ლის­თვის თა­ვის გო­ნე­ბამ­დე მი­სას­ვლე­ლი ბი­ლი­კი გა­ეკ­ვა­ლა და ნება და­ერ­თო, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­სი თვა­ლით და­ე­ნა­ხათ. იმ ადა­მი­ა­ნის თვა­ლით, რო­მე­ლიც შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო სი­ცო­ცხლე­სა და სწავ­ლა­ზე.

ჰოდა, მარ­თლა მა­ინ­ტე­რე­სებს, რამ აი­ძუ­ლა ვი­ღაც, მთე­ლი სი­სას­ტი­კით და­ე­ხა­ლა ჩემი ძმის­თვის ათი ტყვია?! ნი­კოს ოპ­ტი­მიზ­მი ხომ არ იყო? ან ოჯა­ხის სიყ­ვა­რუ­ლი? თავ­და­დე­ბუ­ლი შრო­მა? უბ­რა­ლოდ, მა­ინ­ტე­რე­სებს, რა იყო ასე­თი უპა­ტი­ე­ბე­ლი, რომ ვი­ღა­ცამ ჩემი 22 წლის ძმის სი­ცო­ცხლე მო­სა­ცი­ლე­ბელ წი­ნა­ღო­ბად და­ი­ნა­ხა მხო­ლოდ?! უფრო მე­ტიც, ეყო უნა­მუ­სო­ბა, გა­იქ­ცა, და­ი­მა­ლა და იზე­ი­მა. ცხოვ­რე­ბა­ში ბევრ უსა­მარ­თლო­ბას შევ­ჯა­ხე­ბი­ვარ, თუმ­ცა ეს შემ­თხვე­ვა ენით აღუ­წე­რე­ლია.

და, როცა ჩემი 10 წლის ძმა მე­კი­თხე­ბა, ეს რა­ტომ მოხ­დაო? დაღ­ლი­ლი თვა­ლე­ბი­დან ცრემ­ლე­ბი რომ სდის, რა ვუ­პა­სუ­ხო? რო­გორ უნდა აუხ­სნა ასე­თი რა­ღაც ბავ­შვს, რო­მე­ლიც ბედ­ნი­ე­რი ელო­და შინ დაბ­რუ­ნე­ბა­სა და ძმას­თან შეხ­ვედ­რას, ვის­თან ერ­თა­დაც ატა­რებ­და თით­ქმის მთელ თა­ვი­სუ­ფალ დროს. რა ვუ­თხრა, რომ გო­ნე­ბა გა­უ­ნათ­დეს? რო­გორ ავუხ­სნა, რომ ვი­ღა­ცამ რამ­დე­ნი­მე თვე ჩემი ძმის სი­ცო­ცხლეს­თან გა­მო­სალ­მე­ბის მომ­ზა­დე­ბა­სა და და­გეგ­მვა­ში გა­ა­ტა­რა, თა­ნაც ჩვე­ნი სახ­ლის წინ, ქუ­ჩა­ზე, სა­დაც ღა­მით მარ­ტო ვსე­ირ­ნობ­დი, ქუ­ჩა­ზე, სა­დაც ჩემი უმ­ცრო­სი დედ-მა­მიშ­ვი­ლე­ბი მრა­ვალ­ჯერ გა­სუ­ლან ნი­კოს­თან სტუმ­რად, ქუ­ჩა­ზე, რო­მელ­საც სკო­ლი­სა­კენ მი­მა­ვა­ლე­ბი დე­და­ჩე­მის მან­ქა­ნით გავ­დი­ო­დით. დღეს ეს ქუჩა ჩემი ძმის მკვლე­ლე­ბის აუხ­სნე­ლად სას­ტი­კი ცოდ­ვე­ბით არის დას­ვრი­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემს კი­თხვებს პა­სუ­ხი შე­იძ­ლე­ბა არას­დროს გა­ე­ცეს, ერ­თა­დერ­თი ეს ფიქ­რი მამ­შვი­დებს, რომ ჩემი ძმა ახლა უკე­თეს ად­გი­ლას არის; შორს, ამ სი­ბინ­ძუ­რის­გან. ჰოდა, მაღ­ლა იფ­რი­ნე, ნიკო, იმე­დი მაქვს, მალე შევ­ხვდე­ბით. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, უშე­ნოდ სი­ცო­ცხლე არა­ფე­რია, მხო­ლოდ ტან­ჯვა და აგო­ნია", - წერს კატო კვარაცხელია.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“სახალისო ინციდენტი ქართული ბომონდის წვეულებიდან“ - რა კადრებს ავრცელებს ხათუნა ჟორდანია?   

“მრცხვენოდა ეს პასუხი რომ მივიღე... თქმა, რომ ჯანმრთელი ვარ...“ - ხათუნა ჟორდანია პირდაპირ ეთერში ატირდა.

ვიდეო: “მთავარი არხი“


ბერძნული “ვოისის“ ახალი ქართველი ვარსკვლავი - ნუცა ხურციძემ ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა!
“ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება! კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში“ - ლელა კაკულია “გიორგი ბრწყინვალესა“ და “მეცნიერების“ შესახებ საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს
უნიკალური შემთხვევა სამშობიაროში - “პატარამ ძალიან იჩქარა და ქვეყნად ყველაზე დიდი სასწაულის მომსწრე გაგვხადა“
“არაფერია დასამალი... ეს ადამიანი ძალიან ძვირფასია, წელიწადნახევარია უკვე საოცარი ჰარმონია გვაქვს“ - მაია ასათიანი თავის რჩეულზე საუბრობს და ერთ საინტერესო დეტალს განმარტავს
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მოდის ახალი პატრიარქი - ამ წუთში ყევლასთვის უცნობი, მაგრამ ყველასთვის ნაცნობი! გინდათ თუ არ გინდათ, დეკანოზი მაინც გათავისუფლდება ციხიდან“ - ლელა კაკულია სკანდალურ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს