loader

"კვარცხლბეკიდან ჩამოდით, ჩემო ძვირფასებო და ვისაც გინდათ მიეცით ხმა, მაგრამ მორალს ნურავის წაუკითხავთ" - თინა ხიდაშელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კვარცხლბეკიდან ჩამოდით, ჩემო ძვირფასებო და ვისაც გინდათ მიეცით ხმა, მაგრამ მორალს ნურავის წაუკითხავთ" - თინა ხიდაშელი

"ამ დღეების ფეისბუქ ბრძოლებიდან საოცარი დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ, საოცარი! მორალური კვარცხლბეკიდან გველაპარაკება ხალხი, რომელიც ხმას აძლევს 5 ივლისის შემოქმედ ხელისუფლებას.

ეს იგივე ხალხია რომელიც პერიოდულად მე მეკითხება 7 ნოემბერი და იმედის დარბევა დაგავიწყდაო? მე მეკითხებიან. ზუსტად რომ გავიგოთ, ნერვი არ უტოკტებათ 5 ივლისის მოვლენებზე და 14 წლის შემდეგ 7 ნოემბერზე მოსთქვამენ.

მეკი დარწმუნებული ვარ მათ უდიდეს უმრავლესობას 7 ნოემბერსაც ისევე აღელვებდათ 7 ნოემბერი, როგორც დღეს 5 ივლისი. კიდევ ერთხელ, შაბათს არჩევნებზე წავლენ და 5 ივლისის შემოქმედებს მისცემენ ხმას სინამდვილეში მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარ თავს 14 წლის შემდეგ აჯობონ და 7 ნოემბრის შემოქმედი დასაჯონ; ამასობაში რეალობის განსჯა, ფიქრი, ანალიზი სრულიად ნულოვანია; რომ დავაზუსტოთ სინამდვილეში, მერების არჩევნებში, არაფერ შუაში მყოფი კონკრეტული ადამიანები უნდა დავსაჯოთ იმისათვის რომ 5 ივლისის შეკოქმედნი დავტოვოთ.

აღარ გავიმეორებ. მგონი გასაგებია... ხოდა კვარცხლბეკიდან ჩამოდით ჩემო ძვირფასებო და ვისაც გინდა მიეცით ხმა, მაგრამ მორალს ნურავის წაუკითხავთ", - ამის შესახებ თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს.