"ეს არის კატასტროფის მომტანი... ავიცრებით თუ არ ავიცრებით, ეს ვირუსი მაინც მოგვძებნის, ყველა არაიმუნურ ადამიანს იპოვის" - ბიძინა კულუმბეგოვი
"გაგანია პანდემიის დროს შეკრებები, რომლებიც კვირაგამოშვებით ეწყობა, ძალიან სამწუხარო რეალობაა, რა მიზნებსაც უნდა ემსახურებოდეს. წმინდა სამედიცინო თვალსაზრისით და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ეს არის კატასტროფის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის", - ამის შესახებ ბიძინა კულუმბეგოვმა "საქმიან დილაში" განაცხადა.