loader

"ჩატარდა კვლევა, სადაც ერთმანეთს შეადარეს "ფაიზერის" და "სინოვაკის" იმუნოგენობა..." - რა აჩვენა ახალმა კვლევამ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩატარდა კვლევა, სადაც ერთმანეთს შეადარეს "ფაიზერის" და "სინოვაკის" იმუნოგენობა..." - რა აჩვენა ახალმა კვლევამ?

ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ჰონკონგში ჩატარებული კვლევის შესახებ წერს.

"ჰონკონგში ჩაატარეს კვლევა, სადაც ერთმანეთს შეადარეს "ფაიზერის" და "სინოვაკის" იმუნოგენობა (იმუნური პასუხის უნარი და ძალა). შედეგებმა აჩვენა, რომ "ფაიზერის" უნარი ჰუმორული (ანტისხეულები) იმუნიტეტის მხრივ მკვეთრად მაღალია "სინოვაკზე", ხოლო "სინოვაკის" უნარი, წარმოქმნას უჯრედული იმუნიტეტი (CD4, CD8 T ლიმფოციტები) ვირუსის სტრუქტურული ცილების მიმართ, გაცილებით მეტია, ვიდრე "ფაიზერის" ვაქცინის.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ყველა ფორმის დაავადების თავიდან აცილებაში "ფაიზერი" რჩება "ჩემპიონად", ხოლო ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილისგან დაცვა (ეს ფაქტორები დამოკიდებულია უჯრედულ იმუნიტეტზე) ორივე ვაქცინას თანაბრად გამოსდის.

ასე რომ, გულგატეხილი ხალხი, რომლებიც მწერთ, რომ ავიცერი "სინოფარმი/სინოვაკით" და რა გვეშველებაო, სანერვიულო არ გაქვთ, ვაქცინა კარგად გიცავთ მძიმე დაავადებისგან და როცა ბუსტერი შეგეხებათ, დაიმატეთ ნებისმიერი ვაქცინა, რომელიც გნებავთ.", - წერს კულუმბეგოვი.