loader

"ნებაყოფლობით ვდგები დასახვრეტ კედელთან" - რას წერს გია ხუხაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნებაყოფლობით ვდგები დასახვრეტ კედელთან" - რას წერს გია ხუხაშვილი

სააკაშვილის საარჩევნო სტრატეგია ემყარებოდა მისი თავგანწირვით და მის გარშემო ამომრჩევლის მაქსიმალურ მობილიზებას, რამაც ნაცმოძრაობას მაქსიმალური, მაგრამ გამარჯვებისთვის არასაკმარისი შედეგი მოუტანა - ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ნებაყოფლობით ვდგები დასახვრეტ კედელთან: თუ გვინდა გავერკვეთ, ნაცმოძრაობაში ვინ უფრო მეტად არის პასუხისმგებელი პირობით მარცხზე, სააკაშვილი თუ მელია, ჩემს აზრს მოგახსენებთ:

სააკაშვილის საარჩევნო სტრატეგია ემყარებოდა მისი თავგანწირვით და მის გარშემო ამომრჩევლის მაქსიმალურ მობილიზებას, რამაც ნაცმოძრაობას მაქსიმალური, მაგრამ გამარჯვებისთვის არასაკმარისი შედეგი მოუტანა.
ნიკა მელიას საარჩევნო სტრატეგია ემყარებოდა პოლიტიკურ კონსოლიდაციას ყველა პარტიისთვის თანაბარი პირობებით, პოზიტიური დღის წესრიგით, ყოველგვარი ბელადომანიის გარეშე.
პირველი სტრატეგიის მიზანი იყო ნაცმოძრაობის გამარჯვება, მეორის ხელისუფლების დამარცხება მეორე ტურებში, მათ შორის იმ ამომრჩევლის მოზიდვით, რომლისთვისაც სააკაშვილი არც ანგელოზია და არც მესია.
პროცესები განვითარდა სააკაშვილის სტრატეგიით. შესაბამისად, პრეტენზიებიც მასთან უნდა იყოს და არა მელიასთან.
ახლა შეგიძლიათ დამხვრიტოთ. კედელი ღიაა", - წერს გია ხუხაშვილი.